„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს სთავაზობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:34, 23 Jan, 2015     1313

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს.

უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგს შესთავაზებს.

ამჟამად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გამოცხადებულია მიღება: პროექტის პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსზე (Project Management), ტრენერების ტრენინგზე (ToT) და ტრენინგზე საოპერაციო მართვაში.

პროექტების პრაქტიკული მართვის სასერტიფიკატო კურსი, შემუშავებულია პროექტების მართვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის- „პროექტის მართვის ინსტიტუტის“ (Project Management Institute) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. მსმენელები დაეუფლებიან საერთაშორისო პრაქტიკას და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, შეისწავლიან ვადის/ბიუჯეტის დაგეგმვას, თანამშრომლობას სხვადასხვა მხარესთან, პროექტის მისადაგებას ბიზნესის ამოცანასთან. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენერების ტრენინგი შემუშავებულია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ტრენერის კვალიფიკაცია. ტრენერების ტრენინგის კურსის ფარგლებში, მსემენელი შეძლებს არსებული უნარების გაღრმავებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგების და სემინარების ჩატარების მეთოდებს, შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და მიეცემათ საშუალება ჩაატარონ ტრენინგები აუდიტორიასთან. კურსის შედეგად, მსმენელები ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ ტრენერებად.

საოპერაციო მართვის ტრენინგი, მსმენელს საშუალებას მისცემს შეისწავლოს საოპერაციო სისტემის აწყობა და ბიზნეს პროცესების უკეთესად მართვა. მსემენელი რეალური ქეისებისა და როლური თამაშების მეშვეობით, საკუთარ ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ტრენერი დაეხმარება მსმენელს მისი კომპანიის ამოცანებზე მორგებული საოპერაციო სტრატეგიის შერჩევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე ტრენინგის შესარჩევად და დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42