იური ვაზაგაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე , ოჯახის გადაწყვეტილებით, იური ვაზაგაშვილის ცხედარი დასვენებულია ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“, სადაც დღეს 23 იანვარს, 16:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
24 იანვარს, კი 16 :00 საათზე იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. ასევე 24 იანვარს 20 :00 საათზე მას სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ სოფელში ყარაფილაში გადაასვენებენ.
იური ვაზაგაშვილის დაკრძალვა გაიმართება 25 იარვარს 14 :00 საათზე სოფელ ყარაფილაში. მას საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ",-ნათქვამია განცხადებაში.
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






