სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ტაძარში მარაბდელი მიტროპლიტის თადეოზ იორამაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ასრულებს. პატრიარქმა მეუეფე თადეოზის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეკლესია დღეს გლოვობს, რომ მშობლიურ მიწას საყვარელი მეუფე, მიტროპოლიტი თადეოზი უნდა მიაბაროს.
„აღმოსავლეთის სიბრძნე ამბობს, რომ უცნობია სად იწყება სიხარული და სად მთავრდება იგი, ან სად იწყება მწუხარება და სად მთავრდება იგი. ანტიკური ფილოსოფოსები ამბოდნენ, რომ ნამდვილი ფილოსოფოსი ის არის, რომელიც მთელი სიცოცხლე ემზადება გარდაცვალებისათვის. მეუფე თადეოზი ის პირი იყო, რომელსაც მუდამ ახსოვდა ეს დღე. მეუფე თადეოზმა განვლო რთული გზა, ისევე როგორც ჩვენ ყველამ. ის იყო პიროვნება, რომელიც მუდამ თხოულობდა შენდობას ნებისმიერი წირვისა და ლოცვის დროს, უფალი ისმენდა მის ლოცვას და უფალი შეუნდობს შეცოდებებს ნებსით და უნებლიეთ. ადამიანი ხედავს კაცის სახეს, ღმერთი - გულსა კაცისასა. კეთილი გული, რომელიც ახასიათებდა მეუფე თაოდეზს, ეს არის მთავარი, ამის მიხედვით წყდება ადამიანის ბედი. მეუფე თადეოზი იყო მიმტევებელი. არ შეიძლება არ ითქვას ის ფაქტი, რომ მეუფე თადეოზი იყო საოცარი პიროვნება", - ბრძანა უწმინდესმა.
მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს სიონის ტაძრის ეზოში დაასაფლავებენ.
მასალის გამოყენების პირობები






