ოზურგეთში, ლომთათიძის ქ. #28-ში მცხოვრები ვაშალომიძეების 8 სულიანი ოჯახის საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება ერთი თვით გადაიდო.
ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებმა მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმოება შეძლეს.
ქ. ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს ასევე ოჯახის თხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო გამოსახლების პროცესი.
ვაშალომიძეებმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მათი სახლის აუქციონზე გატანისა და გაყიდვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.
ოჯახის გამოსახლების პროცესი დღეს უნდა დაწყებულიყო, ადგილზე ახლაც იმყოფებიან აღმასრულებლები, ომბუცმენის წარმომადგნლობა, სააღსრულებლო პოლიცია და უბნის რწმუნბული.
ვაშალომიძეები სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და ოჯახში 2 მოხუცი და 4 მცირეწლოვანია
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






