დამისამართების პროექტი საქართველოს 20 ქალაქში დასრულდა
საზოგადოება - 13:11, 22 Jan, 2015     2316

დამისამართების პროექტის ფარგლებში 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 6 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თლავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში დაიწყო.

დამისამართების პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების თაობაზე, 22 იანვარს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ეტაპობრივად სამუშაოები სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მობილურმა ჯგუფებმა საქართველოს 20 ქალაქში მთლიანად დაასრულეს ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. სრულად დაინომრა ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ქობულეთში, ხაშურში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბოლნისსა და მცხეთაში. ასევე დამისამართდა მცხეთაში შემავალი სოფლები.

„დამისამართების პროექტზე მუშაობას სააგენტო აქტიურად აგრძელებს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახელებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები გახდება“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის შიო ხეცურიანის განცხადებით, ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდებაექნება, შენობები კი დაინომრება. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემისეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

ქ. თბილისში მიმდინარეობს მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირება. მიმდინარეობს ისეთი მისამართების გასწორება, რომლებსაც არ აქვს ნუმერაცია და მისამართად მითითებულია რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგალითად: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ), გარდა ამისა ხდება დუბლირებული მისამართების და ე.წ „იტალიური ეზოების“ ნუმერაცია, ამ ეტაპზე დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის და სამგორის რაიონებში არსებული მისამართების კორექტირება, ასევე სამუშაოები მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონში.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიასთან. სააგენტოს მიერ მომზადებული ელექტრონული რუკების საფუძველზე ხდება კომისიის მიერ უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება. 2014 წლის განმავლობაში საჯარო რეესტრიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს სახელდების კომისისას გაეგზავნა 250 უსახელო ქუჩის სამისამართო პროექტი, რომლის საფუძველზეც მოხდა ქუჩების სახელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42