TeliaSonera–მ აქტივების ღირებულების 230 მილიონი დოლარის ჩამოწერა მოახდინა დსთ–ს ქვეყნებზე წარუმატებელი ოპერაციების გამო. მათ შორის 180 მილიონი დოლარის ჩამოწერა განხორციელდა საქართველოში Geocell–ის, ტაჯიკეთში Tcell–ისა და მოლდოვაში Moldcel–ის აქტივების გადაფასების გამო. როგორც TeliaSonera–ში განმარტავენ, ამ სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური გაურკვევლობა გახდა მათთან დაკავშირებული გრძელვადიანი სტრატეგიის გადახედვის მიზეზი.
ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ჩამოწერილი თანხიდან 47 მილიონი დოლარის ჩამოწერა მოხდა ყაზახეთში WiMAX–სიხშირეების შეძენის გარიგების გამო, რომელთა LTE–ტექნოლოგიებად კონვერტირება ვერ მოხერხდა.
ამასთან, შვედურ–ფინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ მომავალ წლიურ ანგარიშში 275 მილიონი დოლარის ჩამოწერას გეგმავენ. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.
წყარო: commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები






