ოზურგეთში 8 სულიან ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან იძულების წესით ასახლებენ
საზოგადოება - 20:39, 21 Jan, 2015     2432

ქალაქ ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩა 28 ში მცხოვრები ვაშალომიძეების რვა სულიანი ოჯახი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით, ღია ცის ქვეშ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება

ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ოჯახის რძალმა, ნინო თავაძემ აცნობა.

სასამართლოში ვაშალომიძეებს საკუთარმა მეზობელმა, კერძო მევახშემ, თინათინ ერისთავმა უჩივლა.

ერისთავი ვაშალომიძეებისაგან, მისგან აღებული სესხის 3 500 აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვდა.

როგორც ნინო თავაძე ამბობს, ოჯახმა ერისთავისაგან 3 500 აშშ დოლარი 6 თვით, 2012 წლის ივნისში ისესხა და იმავე წლის დეკემბრის ბოლოს ამდენივე თანხა უკან უნდა დაებრუნებინა.

ოჯახის განცხადებით, ფულის სესხების მიზეზი ოჯახის უფროსის ავადმყოფონა იყო-რეზო ვაშალომიძისათვის გულის ოპერაცია იყო გასაკეთებელი.

ვინაიდან ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ოჯახისათვის დაუგეგმავი თანხის გახარჯვა გამოიწვია, ვაშალომიძეებმა, დათქმულ დროს, ვერ შეძლეს მთლიანი თანხის მობილიზება და მევალეს 2013 წლის დასაწყისში 2000 აშშ დოლარი შესთავაზეს, დანარჩენ 1 500 დოლარს კი ნაწილ-ნაწილ მიცემას დაპირდნენ.

თუმცა მეორე მხარე ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და მთლიანი თანხის დაუყოვნებლივ გადახდა მოითხოვა, რაც ვაშალომიძის ოჯახმა ვერ შეძლო და შესაბამისად დავამ მეზობლებს შორის სასამართლოში გადაინაცვლა.

ვინაიდან, როგორვ ოჯახის რძალი ამბობს, მევალე თანხას ნაწილ-ნაწილ არ ღებულობს და მთლიანად მათ ამ თანხის შეგროვება ვერ შეძლეს, დავა ორ წელიწადს გაგრძელდა.

ოჯახს სოციალური დაუცველის სტატუსი გააჩნია, ვაშალომიძეების ორსართულიან, საცხოვრებელ სახლში, ნინო თავაძე მეუღლესთან, 4 მცირეწლოვან შვილთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

დედამთილი და მამამთლი პენსიონერები არიან, თვითონ და მისი მეუღლე კი დროებით უმუშევრები.

დღეს მათთან ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლები, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად იმყოფებოდნენ და გააფრთხილეს ამ დღეებში მოხდება მათი იძულებითი გასახლება, რის გამოც ოჯახის წევრებს სთხოვეს, რომ ზედმეტი პრობლემებისაგან თავის არიდების მიზნით ავეჯისა და ყველა საჭირო ნივთისაგან სახლი დაეცალათ.

ნინო თავაძე:“ამ ბოლოს გავიგეთ, რომ ჩვენი საცხოვრებელი სახლიც ჩვენს სახელზე არ არის, ის უკვე გაყიდულია და სხვის სახელზეა, ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, როგორ მოხდა ეს, აუქციონიც ჩატარებულა და 1550 ლარად უყიდია ოზურგეთში მცხოვრებ ნინო ხვადაგიანს. გაოგნებული ვართ“-ამბობს თავაძე და თუ რამ გააბედინა ფულის სესხება, იმის თაობაზეც საუბრობს:

„ყველა მაშინ ლაპარაკობდა, რომ მთავრობა იცვლება, ივანიშვილი მოდის და 3 500 დოლარი რა პრობლემააო, მამამთილს ხომ არ მოვკლავდით, როცა მისი გადარჩენა შეიძლებოდა. ახლა შესაძლოა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ ივანიშვილის ძალიან გვჯეროდა. მაგრამ მოხდა ასე, ჩვენ რას შევცვლიდით ან რა უნდა გვექნა? შემდეგ თურქეთში დავაპირეთ სამუშაოდ წასვლა, მაგრამ გვითხრეს არ გაბედოთ სოციალურ დახმარებას მოგიხსნიანო და დავრჩიტ ასე, არსაიდან საშველი, ფაქტიურად დედამთილიც, მამამთილიც და ოთხივე ბავშვები სასიკვდილოდ განწირულები არიან და ჩვენ რაღად გვინდა მერე თავი ცოცხალი“

მივწერეთ თეა წულუკიანს წერილი და მივიღეთ პასუხი, რომ 3 500 დოლარი გადაიხადეთ და მორიგდითო.

„იქნებ ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი ამ ინფორმაციის შემდეგ და გადაგვარჩინოს, მივმართავ ყველას დაგვეხმარეთ, ღმერთი გადაგიხდით ამ სიკეთისათვის სამაგიეროს“-ასე მიმართავს ქალბატონი ნინო საზოგადოებას, ჩვენი საშუალებით.


თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42