სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, პლასიდო დომინგო და მსოფლიოში გამოჩენილი სხვა არტისტები ამ საპატიო წოდების მფლობელები უკვე არიან, მალე კი მათ გვერდით მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ელისო ბოლოქვაძესაც ვიხილავთ.
იუნესკოს გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა, გამოჩენილ ქართველ პიანისტს და საზოგადო მოღვაწეს „იუნესკოს მშვიდობის არტისტის” წოდებას მიანიჭებს.
ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო ღონისძიებები საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული, ქართველი არტისტის საქველმოქედო ფონდი “ლირა” ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების აღმოჩენასა და დახმარებას ემსახურება.
ეს ფონდი ასევე ბათუმში ახორციელებს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიაზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას.
ელისო ბოლქვაძე, როგორც “იუნესკოს მშვიდობის არტისტი”
სამომავლოდ მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას და მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას გეგმავს.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც პარიზში 22 იანვარს შედგება, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები