მათი განცახდებით, ეს პიროვნება გამოთქვამდა მზაობას, რომ გამოძიებისთვის მიეცა სწორი და ამომწურავი ჩვენება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
მათი თქმით ეს მოწმე იყო თვითმხილველი და ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ადვოკატები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოწმის დასახელებისგან თავს იკავებენ.
"ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილი საუბრობდა მოწმესთან დაკავშირებით, რომელიც იყო თვითმხილველი და, რომელსაც გარკვეული ინფორმაციები ჰქონდა. დიახაც, არსებობს ასეთი მოწმე, რომელსაც გარკვეული სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა. ბატონი იურიც საუბრობდა ამ თემაზე, რაც სრულიად სიმართლეა. ამ პიროვნების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ჩვენთვის ცნობილია თუ ვინ არის ეს მოწმე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს პიროვნება საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადეს ადვოკატებმა.
მასალის გამოყენების პირობები






