ვთხოვ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თუნდაც მცირედი თანხით ამიბას მხარი - სააკაშვილი
საზოგადოება - 15:05, 21 Jan, 2015     14523

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული მებრძოლების შესახებ წერს და აცხადებს, რომ მათ ოჯახებს დახმარება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან სპეციალური ანგარიში შეიქმნა, რომელზეც თავად მან უკვე ჩარიცხა გარკვეული თანხა. სააკაშვილი მებრძოლების ოჯახების დახმარებისკენ საზოგადოებასაც მოუწოდებს:


"რუს აგრესორებთან ბრძოლაში, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც ახორციელებენ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა 2 ქართველი ოფიცერი - ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ, არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნას, არამედ არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს ის მატერიალურად არ ეხმარება, არადა მათ დარჩათ შვილები და ეს ოჯახები ხელმოკლედ ცხოვრობენ.

მე მგონი, ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია შეძლებისდაგვარად აღმოვუჩინოთ დახმარება, იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებიც საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირნენ. ამ მიზნით, ჩემს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან, შევქმენი სპეციალური ანგარიში, რომელზეც ჩავრიცხე დასაწყისისთვის ჩემი პირადი დანაზოგიდან - 4 ათასი ლარი და ვთხოვ ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, თუნდაც მცირედი თანხით ამიბას მხარი. ეს სწორიცაა და ამავე დროს ჩვენი ღირსების საკითხია.

მიმღების ბანკი: "საქართველოს ბანკი" კოდი BAGAGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000714419800"- წერს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42