„ასეთი შიზოფრენიული, უიმედო დროება, სადაც უკვე მართლა აღარავინ აღარაფრისგანაა დაცული როდემდე უნდა გაგრძელდეს?“ - კითხულობს დავით დეფი და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებს იხსენებს.
დავით დეფი: „ბარბარე რაფალიანცი, თვეების ბავშვი დამხრჩვალი ქვევრში. საქმე არ გაიხსნა. ეროს კიწმარიშვილი, მოკლული თავისივე მანქნაში. თავისივე სადარბაზოში. საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა და სავარაუდოდ ოფიციალური მხარე სიმართლეს დაფარავს. ახლა კი გუშინდელი ამბავი. შვილის საფლავზე აფეთქებული მამა.
გარდა ამისა, ქმრების მიერ ცოლების ტოტალური ხოცვა-ჟლეტა და ბავშვის დაუთოებული ხელები, აეროპორტიდან გამქრალი დეპორტირებული ქურდები, მკვლელობები საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში და გნებავთ ყველანაირი რელიგიური საშინელება, უკრაინაში მებრძოლი ქართველების თავგანწირვისა და გმირობის დაკნინება, ჩამპალი სახელმწიფოს თვისებებია.
ასეთი შიზოფრენიული, უიმედო დროება, სადაც უკვე მართლა აღარავინ აღარაფრისგანაა დაცული როდემდე უნდა გაგრძელდეს. ახლანდელი ხელისუფლება არა ზიზღს არამედ სიბრალულს იმსახურებს“.
მასალის გამოყენების პირობები






