„ალიას“ ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის ხმაურიანი განცხადებებისა და ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ, გასული კვირის პარასკევს ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილს შეხვდა. ივანიშვილი დაინტერესებულა იმ დეტალებით, სადაც იური ვაზაგაშვილი მკვლელების მფარველობაში მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდა. საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. ბიძინა ივანიშვილს უთქვამს იური ვაზაგაშვილისთვის, რომ ეს საქმეც იქნება გამოძიებული და ის ხალხიც გადაყვება ამ ამბავს, ვისაც თქვენ მფარველად ასახელებთ, ხოლო ისინი, ვინც უწყებაში არიან დარჩენილები, მათი ადგილი აღარ იქნება იქო. არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ამ საქმეს შეეწირება და ძალიან მალე- წერს გაზეთი „ალია“
ვაზაგაშვილის და ივანიშვილის შეხვედრის ფაქტს ადასტურებს "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებების" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეც, მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.
"იური ვაზაგაშვილი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ის შეხვედრით ძალიან კმაყოფილი და იმედიანი იყო. საუბრის დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ გულღიად ისაუბრეს მისი შვილის და იმ ბიჭების მკვლელობების შესახებ, რომლებიც პოლიციის მიერ ქუჩაში იქნენ ჩაცხრილულნი. მისი ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" სწორედ ამ კუთხით მუშაობდა, ამ ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ თითოეული ამ ბიჭის მკვლელობა გამოძიებული ყოფილიყო",- აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






