მთავარი პროკურორის მოადგილეზე გაბრაზებული მანჩო გიორგობიანი, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. გიორგობიანის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს თან ახლავს რამდენიმე დღის წინ იური ვაზაგაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარიც.
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, Irakli Garibashvili Official მთავარი პროკურორის მოადგილე ასე ურცხვად რომ იტყუება, მისგან რას უნდა ველოდოთ?!
ასეთები რომ გყავთ თანამდებობებზე, იმიტომ გაქვთ კარგად საქმე!
მოსახსნელია ყველა, მთავარი პროკურორიანად!
ერთი წელია დანიშნულები არიან და არც ერთი საქმე, რის გამოძიებასაც ვითხოვდით, არ გახსნილა!
-----------
მთავარი პროკურორის, მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილს ბოლო პერიოდში მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონია.
იური ვაზაგაშვილი:
"აქვე მინდა, შევეხო მთავარ პროკურატურასაც... ასევე პირადად შევხვდი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და მან მითხრა, თქვენი შვილის მკვლელობის გამოძიება გაფუჭებულია, წინა ხელისუფლებამ გააფუჭაო. მე პირდაპირ ვუთხარი შოთაძეს, ვინც ეს გამოძიება გააფუჭა - თენგიზ ხარებავა, შაქრო ზაალიშვილი, ფრანგ ანკოსი და სხვები აგერ გყავს პროკურატურაში, შენი ქვეშევრდომები არიან და რატომ არ სთხოვ პასუხს-მეთქი?!"
მასალის გამოყენების პირობები






