ნიკა რურუა: „ეს მკვლელობა მოტივირებულია ხალხის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობაზე“...
საზოგადოება - 10:21, 21 Jan, 2015     3449

„ისევ "გულაობს" რუსული დაზვერვა და დივერსანტ-ტერორისტები საქართველოში და ატარებს "ექსპერიმენტებს" ერის ფსიქიკაზე“ - წერს ნიკა რურუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და იური ვაზაგაშვილის მკვლელობას შემდეგი პოსტით ეხმაურება.


ნიკა რურუა: „ეს მკვლელობა, რომლის შესახებაც ახლა გავიგე, ანუ შვილის საფლავზე მისული მამის აფეთქების ამბავი, ძალიან ბნელით მოცული საქმეა, კიწმარიშვილის "თვითმკვლელობის" არ იყოს.

ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი რამ და ასე? რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ გარდაცვლილზე, შვილის საფლავზე მამის ასე ვერაგულად მოკვლა ძალიან ცინიკური და ცივსისხლიანი ვიღაცის ან ვიღაცეების დაგეგმილია, ბუნებრივია.

ეს ან მოკლულის პირადი მტერი უნდა იყოს, ანდაც ჩვენი ქვეყნის უვერაგესი მტერი, ვისაც მიზნად საზოგადოებაში დაპირისპირებისა და უკიდურესი დაძაბულობის მუხტის დათესვა სურს - რამდენად გამოუვა ეს, ეს სხვა საქმეა.

პირადად მე უფრო მეორე ვერსიისაკენ ვიხრები. ეს იმპერსონალური მკვლელობაა, რომელიც მოტივირებულია ხალხის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის გამოწვევისა და რაიმე სახის რადიკალიზმის გამოვლინების იმედით.

P.S. ისევ "გულაობს" რუსული დაზვერვა და დივერსანტ-ტერორისტები საქართველოში და ატარებს "ექსპერიმენტებს" ერის ფსიქიკაზე. ასე იცის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევამ და განზრახ დასუსტებამ.


ხშირად ვფიქრობ, რაში მდგომარეობს ე.წ. "რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები" საქართველოში და ყოველ ჯერზე შემდეგ დასკვნასთან მივდივარ სხვადასხვა გზით მეთოდით: კერძოდ, დასკვნასთან, რომ რუსეთს აქ რომელიმე ერთი ძალის გამარჯვება კი არ სურს, თუნდაც "თავისიანის" - არა. მას აქ ერთადერთი რამე უნდა - ის რომ ყოველთვის მეფობდეს უკიდურესი სიძულვილი და იყოს მაქსიმალური არეულობა, რომელიც ქვეყნის განვითარებას, განათლებას, გაზრდას შეუძლებელს გახდის.
დამეთანხმებით, ეს ინტერესი "ლეგიტიმური" ნამდვილად არაა.
ასე რომ, ნუ დავეხმარებით მტერს ამაში. ეს ჩვენ არ "გვაწყობს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42