თბილისში დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს. ამ დღის აღსანიშნავად ისინი თბილისის ქუჩებში გავლენ. მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში გამვლელებს ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკო, ჩაეხუტება.
ღონისძიება დილის 8:30 საათზე სასტუმრო "რადისონის" მიდებარე ტერიტორიიდან ("თბილისი 2015"-ის უკუათვლის საათთან) აიღებს სტარტს და თბილისის სხვადასხვა ქუჩებში გაგრძელდება.
კომიტეტის ინფორმაციით, ჩახუტების დღეს მთელ მსოფლიოში 21 იანვარს აღნიშნავენ. პირველად კი ეს დღესასწაული 1986 წელს აშშ-ში ჩატარდა. ფსიქოლოგთა აზრით, ჩახუტება სტრესს ხსნის, სისხლის წნევის რეგულაციასა და გულსიცემის რიტმის აღდგენას ხელს უწყობს.
"ჩახუტების დღეს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე მეორე წელია აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები






