პატარა ბიჭის ისტორია, რომელმაც „ფეისბუქელები“ კეთილი საქმისთვის გააერთიანა
საზოგადოება - 13:57, 20 Jan, 2015     3741

სოციალურ ქსელში პატარა ბიჭის დასახმარებლად გაერთიანდნენ. სიკეთის კეთების სურვილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სანდრო ბიწაძემ „ფეისბუქზე“ ის ისტორია აღწერა, რომლის მთავარი გმირიც მეტროს ვაგონში „აღმოჩენილი“ გამყიდველი ბიჭუნაა. როგორც კომენტარებიდან ჩანს, სანდროს მიერ გამოქვეყნებულმა პატარა ბიჭის ისტორიამ დახმარების მსურველები არა მარტო საქართველოდან უცხოეთიდანაც შემოიკრიბა.


ვაგონიდან ვაგონში საეკლესიო კალენდრებით ...


დღეს ღამით მეტროს ვაგონში ერთი პატარა ბიჭი შემოვიდა, გარეგნულად 9-10 წელს თუ მისცემდი. ხელში საეკლესიო კალენდრები ეჭირა და თითოს 50 თეთრად აფასებდა. ყიდვის მსურველი არავინ ჩანდა, ის კი უხალისოდ ათალიერებდა ხალხს.


უცებ ჯიბეები მოიჩხრიკა, ალბათ რაღაცის მოძებნა უნდოდა და თავის ადგილზე რომ არ დახვდა, ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, თავი ჩაღუნა და ცრემლები წასკდა, თან ცდილობდა არავის შეემჩნია.. ასე იჯდა ერთხანს თავჩაღუნული, შემდეგ კი გაჩერებაზე ცრემლი მოიწმინდა და უხმაუროდ მომდევნო ვაგონში გაუჩინარდა..

დავინტერესდი რამ აატირა ასე უცებ, ვიფიქრე ალბათ თავის მოსაწყლება უნდოდა, მაგრამ მაინც გულწრფელად ვინანე რომ მისგან თუნდაც ერთი კალენდრის ყიდვა ვერ მოვასწარი.

მგზავრობის დასასრულს როცა ვაგონიდან გამოვედი ბიჭს ისევ მოვკარი თვალი, წინა ვაგონიდან ჩემზე ადრე გამოსულს და კუთხეში თავჩაღუნულს ხელები უკანკალებდა და შემცივნებული მორცხვად იწმენდდა ცრემლს.
რა გქვია მეთქი ვკითხე და მიპასუხა:


–ომარი, თურმანიძე

–რამდენი წლის ხარ ომარ?

–თოთხმეტის

–რატომ ტიროდი წეღან მეტროში?

–დეიდას ფული მედო ჯიბეში და მგონი დავკარგე...(და ამ დროს კიდევ ცრელმლები წასკდა)

– ომარ მისმინე, გაჩუქა ვინმემ თუ ნაყიდი გაქვს ეს კალენდრები

–მე და დეიდას, 20 თეთრად გვაქვს ნაყიდი თითო და 50 თეთრად ვყიდით.

– და როგორ გირჩევნია, 10 ცალი ვიყიდო თუ ყიდვის გარეშე მოგცე 5 ლარი?

– იყიდე...........

გადმომითვალა 10 ცალი კალენდარი და 5 ლარი მივეცი. ამის დამნახავმა პოლიციელმა, მეტროს "გამცილებელმა" და დამლაგებელმა ომარისგან კიდევ 2–2 ცალი კალენდარი შეიძინეს, ის კი სიხარულით პირჯვარს იწერდა და ცოტა ხნის წინ რამდენიმე ლარის დაკარგვით გამოწვეული ცრემლი სიხარულის ცრემლით ეცვლებოდა.

მეტროს კიბეებზე ერთად ამოვედით, გზად როგორც პატარა ბავშვს, ყველაფერი ვუთხარი რაც შემეძლო მეთქვა. რომ გული არ გაეტეხა, რამის შესწავლაზე ეფიქრა და ადრე თუ გვიან თავის ყოფის გამოსწორებას თავადვე შეძლებდა. ისიც ვურჩიე სხვა რამის გაყიდვა ეცადა – ოღონდ ბაზარში, ბოლოს კი ვთხოვე მოეყოლა თავის შესახებ და ეთქვა რა უნდოდა ყველაზე მეტად:

– "დედა ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა, დეიდა მზრდის თავისთან, გლდანის მეორეში. გაყიდვით ახლა ვყიდი ამას თორე ცოტა ხნის წინ შუშხუნებს ვყიდდი, მანამდე ტანსაცმელს, სათამაშოებს, უფრო ადრე კიდევ პასტებს და ფანქრებს. ნდომით ის მინდა ვინმემ ამოქარგვა ან მინანქრისგან რამის გაკეთება მასწავლოს რო თვითონვე ვიმუშავო, ასე ცხოვრებას მაინც აჯობებს" – და ამ დროს თვალებში იმედის ნაპერწკალი აენთო, ალბათ გაიფიქრა როგორ იცხორებენ ის და დეიდამისი ადამიანურ პირობებში

მალე სუსხი მომერია და გამომშვიდოების დროც დადგა, ტელეფონის ნომერი ვთხოვე – არა გვაქვსო. ჩემი დავუტოვე, ვუთხარი აუცილებლად დაერეკა ამ დღეებში ნებისმიერი ნომრიდან და ვეცდებოდი მისთვის რამე მომეხერხებინა. კითხვა ხომ იცი მეტქი და კითხვა როგორ არ ვიციო.. ჰოდა დავემშვიდობე და კიდევ ერთხელ გავამხნევე...

ახლაც რომ ვფიქრობ შემეძლო კი რეალურად მესწავლებინა პატარა ბიჭისთვის თუ რა და როგორ გაეყიდა? იმ "პატარა" ბიჭისთვის, რომელიც უკვე წლებია არ ეპუება შიმშილს, დუხჭირ ცხოვრებას... წვალობს სიცივესა და ქარში, მეტროსა და ბაზარში. ყიდულობს და ყიდის იმას რაზეც ხელი მიუწვდება და ამით ახალი დღის გასათენებელი ლუკმების ფულს შოულობს.......
არა.... ძალიან ძნელია მას რამე ასწავლო... მხოლოდ ის შეგიძლია ერთი, სამი, ან ხუთი დღე გაულამაზო. კიდევ ერთი, სამი ან ხუთი სიხარულისა და იმედის ნაპერწკალი აუნთო თვალებში. მისცე ის ტანსაცმელი რომელიც შენ უკვე აღარ გჭირდება, ან აჩუქო შესაძლებლობა აიხდინოს ოცნება და მიიღოს ტექნიკური განათლება.......


ყველას უმორჩილესად გ თ ხ ო ვ თ!!!

25 იანვრისთვის მოვუგროვოთ ამ ბიჭს ტანსაცმელი, თანხა და თუ შესაძლებლობა იქნა, ხელი შევუწყოთ მას, რათა დაეუფლოს რაიმე სახის პროფესიულ ცოდნას.

ძალიან დიდი იმედით ველი გამოხმაურებებს :)

ტელეფონი 558934329

ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება : სანდრო ბიწაძე
ანგარიშის ნომერი : GE06BG0000000351095500





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42