"ნანუკა უნდა დაისაჯოს"- "თავისუფალ თაობას" პროკურატურაში სარჩელი შეაქვს
საზოგადოება - 11:23, 20 Jan, 2015     23508

„თავისუფალი თაობა“ პროკურატურაში სარჩელების შეტანას და აქციის ჩატარებას აპირებს. ერთ-ერთი სარჩელი ეხება ნანუკა ჟორჟოლიანს. მას და ირაკლი კოდუას „თავისუფალი თაობა“ უჩივის. 2007 წელს დაკავებული სამი ახალგაზრდის ფიზიკური ზიანსა და "სიცოცხლის გამწარებაზე" საუბრობს თავისუფალი თაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანი დარსალია გაზეთ "ალიასთან", რომელიც ამ საქმეს ჟორჟოლიანსა და კოდუას უკავშირებს.

„2007 წელს დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომლებიც სვანეთიდან იყვნენ. საკმაოდ გახმაურებული საქმე იყო. ერთ-ერთი შემთხვევით მოხვდა ნანუკა ჟორჟოლიანის ტელეფონზე, ნანუკამ ირაკლი კოდუას უთხრა და ამ ახალგაზრდებს სიცოცხლე გაუმწარეს. ახლა შეგვაქვს საჩივარი იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი არიან საქმის დამკვეთები, მათ შელახეს ახალგაზრდების ღირსება, ოჯახი გააღატაკეს.

ერეკლე კოდუამ დააშინა და ფიზიკური ზეწოლაც განახორციელეს მათზე, რაც ექიმის დასკვნებით იკვეთება და ამაზე საუბრობდა მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატიც. პროკურატურამ ეს უნდა შეისწავლოს და მკაცრად დასაჯოს ამ საქმის წამქეზებელი და დამკვეთი.

განცხადების პარალელურად გვექნება პატარა აქცია, „თავისუფალი თაობა“ სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ნანუკა უნდა დაისაჯოს“.- განაცხადა „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანი დარსალიამ.

"ალიამ" ამ საკითხთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანსაც ესაუბრა, ჟორჟოლიანის განცხადებით ლადო სადღობელაშვილი და მისი ორგანიზაცია რუსულ თამაშს თამაშობენ და ამ აქტიურობით დაფინანსებას ეძებენ.

„ლადო სადღობელაშვილი როდესაც ამა თუ იმ აქციაზე აქტიურობს, პოლიტიკურად, მიდის სადმე, აქციას აწყობს, ქვეყანაზე კი რ შესტკივა გული, დაფინანსებას ეძებს. აჩვენებს ხალხს რომ საჭირო კაცია.

ის აქტიურად მუშაობდა ძველ სუს-თან, ახლებმა არ გაიკარეს და ახლა მათ აჩვენებს, რომ შეიძლება ის დაჭირდეთ, თუმცა აქტიურად დადის „ფსბ“-ს დაფინანსებულ პოლიტიკურ ძალებთან და რუხ კარდინალებთან ან კარდინალთან. ის რუხი კარდინალიც (სახელს არ დავასახელებ) აჩვენებს ამ მთავრობას, რომ საჭირო კაცია.

მიუხედავად ყველფრისა, არ გაამართლა ამათი იმედები რამდენჯერმე.

ნანუკა და ირაკლი, სადღობელაშვილისთვის ხმაურიანი თემაა და ფიქრობს ამ თემით მოიგებს, მაგრამ სადღობელაშვილი ნებისმიერ შემთცვევაში წააგებს, იმიტომ რომ რუსულ თმაშს თამაშობს, თუ ამ სარჩელით დაფინანსებას მიიღებს, პრობლემა არაა. ჩავთვლი ამ ფაქტს, როგორც მორიგ ქველმოქმედებას ჩემგან. სადღობელაშვილები როცა გებრძვიან ადამიანს, კარგია“.-განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.


წყარო "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42