„სცენარი ძალიან სუსტია. დრამატურგიაც. ბოლო წლებში რაც გადაიღეს, ერთადერთი, ,,ქუჩის დღეები" ვარგოდა“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პუბლიცისტი ლელა კოდალაშვილი და ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“ აკრიტიკებს. მისივე თქმით ასეთი სუსტი ფილმით არც ღირს ოსკარზე გამოჩენა.
ლელა კოდალაშვილი: „სქემა-კლიშეებად (ფილმ ,,მანდარინებს" ვგულისხმობ), მაგრამ ეს ჩეჩენი პერსონაჟი რატომაა ასე გამოკვეთილად მამაკაცური, სიმპათიური, უფრო დიდსულოვანი, ხოლო ქართველი პერსონაჟი კი - გაქუცული, ჩია, ცაცაცილო, ცქნაფი. თან ინფანტილური, აბსოლუტურად არამეომრული თვისებების, რომელიც ელემენტარულ ადამიანიზმში იჭრება მასპინძელთანაც და ჩეჩენთანაც. და რატომაა დიალოგები 5 წლის ბავშვების დიალოგებივით აგებული - არა მე უფრო განათლებული ვარ და არა მეო... :(((
იმის ახსნას აღარ დავიწყებ, დიდ პრემიაზე წარდგენა რომ მაინც სასიხარულოა. არც იმის ახსნას, რომ რეანიმაციაში ,,მწოლი" ქართული კინოსთვის ეს ფილმი ალბათ გამოკეთების ნიშნებს იძლევა....მაგრამ ასეთი სუსტი ფილმით იქნებ არც სჯობდა გამოჩენა, იმას ვფიქრობ...
,,მანდარინების" გვერდით, ვთქვათ, პოლონური ,,იდა", რომელიც ობიექტურად სულაც არაა ძლიერი ფილმი, შედევრი ჩანს. ,,ლევიათანზე" აღარაფერს ვამბობ. დანარჩენი ორი არ მინახავს. ვერ ვიპოვე ვერსად. ახლა სხვა ნომინაციების ფილმებს ვნახულობ“.
გიორგი კავკასიძე: წავიკითხე კომენტარები და დღეს როგორც იქნა ვნახე ფილმი “მანდარინები”. ჩემი მოკრძალებული აზრით კარგი ფილმია მხატვრული თვალსაზრისით და მსახიობების თამაშიც არ არის ურიგო, მაგრამ....
ფილმი იწყება და მთავრდება პროპაგანდისტული ტყუილით.
ფილმის დასაწყისში, ტიტრებში წერია
Начавшаяся в 1992 году Грузино-абхазская война перевернула мирную жизнь эстонцев. Большинство из них решило вернуться на историческую родину.
სინამდვილეში კი ესტონელები არძინბას მთავრობამ გაასახლა აფხაზეთიდან (!) იმის გამო რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს მთლიანობას და არ ისურვეს ბრძოლა ქართველების წინააღმდეგ.
შესაბამისად, ფილმის ფინალური სცენაც დიდი ტყუილია.
მთავარი კი ის არის რომ რენი ჰარლინის ფილმი «აგვისტოს 5 დღე» პროპაგანდისტულად შერაცხეს ქართველმა ინტელექტუალებმა, ამ ფილმში მოთხრობილი ისტორიული სიყალბე კი არ ყოფილა პროპაგანდა, ალბათ იმიტომ რომ ეს ფილმი «მიშას შეკვეთილი» არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






