თუმანიშვილის თეატრში ისევ ხმაურია. ამჯერად დაკავებულ თანამდებობას მსახიობი და რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე ტოვებს.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი დავით საყვარელიძე ავრცელებს. ქეთი დოლიძე საყვარელიძის ამ განცხადებას „ფეისბუქზევე“ პასუხობს და ტყუილსა და აბსურდს უწოდებს, მოგვიანებით კი გავრცელებულ ინფორმაციას თავად ზურა გეწაძე ეხმაურება და დირექტორის პოსტის დატოვებას ადასტურებს.
დავით საყვარელიძე:
„ჩემმა მეგობარმა ზურა გეწაძემ განცხადება დაწერა.
იგი დატოვებს კინომსახიობთა თეატრის დირექტორის პოსტს.
WELCOME TO CLUB!!!
ზურა, ძალიან კარგად მესმის შენი!!!
ეხლა უკვე თეატრის მართვის მაგარი ცოდნა გაქვს, რომელიც პრაქტიკით და დიდი გამოცდილებითაა მიღებული.
მეამაყება, რომ მაგარი პროფესიონალი ძმაკაცი მყავს!!!”
ქეთი დოლიძე:
„ჩემო კოლეგებო! დაწყნარდით! ზურაბ გეწაძე თუმანიშვილის თეატრიდან არსად არ მიდის! ეს არის ტყუილი! ზურა და მე შესანიშნავად ვმუშაობდით და ვმუშაობთ ერთად! მიკვირს დათო საყვარელიძის! ასე, როგორ შეიძლება? ჩვენ ვინმეს საქმეში ვერევით? დაგვანებეთ თავი! ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვღებულობდით და ვღებულობთ! ასე როგორ დაივიწყეთ თქვენი მასწავლებელი და ის, რისთვისაც მოხვედით თეტრში??? კაცები ხომ ხართ ისევ??? რა საგმირო საქმეებზე ლაპარაკობთ???”
ზურა გეწაძე:
„ჩემო მეგობრებო,
იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ვაკეთებ მოკლე განმარტებას:
დიდი ხანია ვფიქრობ გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მმართველად, ხოლო შემდეგ დირექტორად ვმუშაობ, არ დამიშურებია ძალა, ენერგია და ნერვები იმისათვის, რომ ჩვენს თეატრში ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო. ხან გამომდიოდა, ხან არა.
თავიდანვე ვამბობდი, რომ მმართველის თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობა დროებითია, ვიმუშავებ სანამ საორგანიზაციო საკითხებს არ დავალაგებ–მეთქი. ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე ამოვწურე ჩემი თავი, მეტის გაკეთება აღარ შემიძლია, აღარ მაინტერესებს ფინანსები, იურიდიული თუ სხვა ტექნიკური საკითხები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავდგა ბევრი სპექტაკლი და ჩემი დრო და ენერგია შემოქმედებას მივუძღვნა.
გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებს ნუ დაუკავშირებთ.
თეატრიდან არ მივდივარ, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქ-ნ ქეთისთან შეთანხმებით, სეზონის ბოლომდე შევასრულებ დირექტორის მოვალეობას, მერე კი დავრჩები თეატრში და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას გავაგრძელებ.
პატივისცემით,
ზურაბ გეწაძე“
მასალის გამოყენების პირობები






