"არავინ იცის, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს მთავრობას''
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:29, 22 Jan, 2013     649

მან წარმოადგინა აგრეთვე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განაცხადა, რომ 2012 წელის დეკემბერში დაფიქსირდა პირველი ვარდნა და მინუს 1,5% შეადგინა, რაც საგანგაშო ვითარებაა.
რაც შეეხება დღგ-ს ბრუნვებს, მერაბიშვილის თქმით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2012 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6%-ს, ნოემბერში 3,6%-ს, ხოლო დეკემბერში კატასტროფული მაჩვენებელია და შეადგენს მინუს 5,2%-ს.
მერაბიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის ექსპერტებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა ექსპორტის მაჩვენებლის ვარდნა, ნოემბერში მინუს 3,1%, დეკემბერში კი, მინუს 22,4%. ვარდნაა იმპორტის მაჩვენებლებშიც - ნოემბერში მინუს 4,7%, დეკემბერში კი - მინუს 9,1%.
რაც შეეხება სესხებსა და დეპოზიტებს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა ზრდა. კერძოდ, სესხები 2011 წელს იყო 4,2%, დეპოზიტები კი - 10,3%, 2012 წელს სესხები - 1,7%, დეპოზიტები - 2,1%.
მერაბიშვილის თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხორციელდება ყოველდღიური და სისტემატიური ზეწოლა ბიზნესზე. ასევე, მისი თქმით, პოლიციამ ეკონომიკური დანაშაულის გამოძიება დაიწყო, რაც მისი მინისტრობის დროს პოლიციას აკრძალული ჰქონდა.
მეორე მიზეზად, გენერალურმა მდივანმა დღევანდელი მთავრობის ერთიანი მკაფიო გეგმის არარსებობა დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით ფერმერმა და გლეხმა არ იცი, რა არის მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტები.
"არავინ იცის, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს მთავრობას და ცრუ დაპირებები ამცირებს ინვესტორების მზაობას ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ ახალმა მთავრობამ დროულად არ მიიღო ზომები, საფრთხე არა მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის გეგმებს, არამედ წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილ პროექტებსაც დაემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42