,,გადავედი აფხაზეთში ევგენი ბორისოვთან...“ – რა ჩანაწერი დატოვა გოგიტა აბულაძემ მის გაუჩინარებამდე
საზოგადოება - 13:07, 18 Jan, 2015     2254

44 წლის გოგიტა აბულაძე წინა ხელისუფლების პირობებში გაუჩინარდა. როგორც თავის დროზე ოჯახს განუცხადეს, ის დაზვერვის დეპარტამენტთან თანამშრომლობდა და სპეციალური დავალებით აფხაზეთში იყო წასული, რის შესახებაც რუსეთის სპეცსამსახურმა შეიტყო, მან მერე კი აბულაძე არ გამოჩენილა.

გოგიტა აბულაძის გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობენ, ერთ-ერთი ვერსიით, ის თანამშრომლობდა დაზვერვის დეპარტამენტთან და აფხაზეთში სპეციალური დავალებით გაუშვეს, რის შესახებაც რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და მას შემდეგ აბულაძე არავის უნახავს. ეს არის ოფიციალური ვერსია, რაც ოჯახს სამართალდამცავებმა განუცხადეს. ოჯახი ამბობს, რომ გოგიტა აბულაძემ წასვლის წინ საკუთარ ბლოკნოტში ჩანაწერი დატოვა, სადაც მიუთითებს, რომ მისი წასვლის შესახებ დეტალები იცის მალხაზ პაჭკორიამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სამეგრელო ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო.

,,ნიუპოსტი“ გოგიტა აბულაძის დას, მანანა აბულაძეს ესაუბრა:

,,გოგიტამ დატოვა წერილი, სადაც წერია, რომ წავედი აფხაზეთში და ამის შესახებ ყველაფერი იცის მალხაზ პაჭკორიამ (,,გადავედი აფხაზეთში ჟენიასთან (ევგენი ბორისოვთან) შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ (სამეგრელო ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა)“ - ეს არის გოგიტა აბულაძის მიერ დატოვებული წერილის შინაარსი)

იმ მომენტში პაჭკორია იყო სამეგრელო ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი, ჩვენ ვკითხეთ პაჭკორიას და მან მაშინ ყველაფერზე უარი თქვა, არ საუბრობდა, გამომდინარე მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდა. ეს იყო წინა ხელსიუფელბის დროს. ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენებაში წერს რომ არ ვიცნობდიო, მაგრამ თავის უფროსებთან არ უარყო, რომ ის იცნობდა გოგიტას. გამოძიებით დამტკიცებულია, ჩანწერებიც კი ამოიღეს, რომ პაჭკორიას ჰქოდნა უთიერთობა ჩემ ძმასთან, ამას გარდა არის ბევრი მომწმე. არასრულწლოვანი ბავშვი შემოგვიგზავნეს, ბავშს მისცეს ყურსასემი, რომ ჩვენთვის მოესმინა, რას ვლაპარაკობდით. სამი წელია ეს ამბავი მიმდინარეობს. პრემიერმა ამასწინათ განაცხადა, რომ ამ საქმეში მოწმეები არ გვყავსო, ეს არის ტყული, მოწმეეები ყავთ და თავიანთმა თანამშრომლებამაც იციან, ვინც გააკეთა. ჩვენი მოთოხვნაა, რომ ის მაინც ვიცოდეთ მკვდარია თუ ცოცხალი“ - მაბობს მანანა აბულაძე.

აბულაძეების ოჯახმა ზუგდიდი ანაკლიის ცენტრალური გზა გადაკეტა. გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს მას დაპირდნენ, თუკი არ დაეხმარებოდა არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას, შვილის მოძებაში დაეხმარებოდნენ, ცინარა აბულაძე მაშინ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა და ირაკლი ალასანიასაც. ,,ისინი მპირდებოდნენ დახმარებას, თუმცა არჩევნების შემდეგ არავი შემხმიანებია, უფრო მეტიც, პრემიერი რომ იყო ჩამოსული ანაკლიაში, მანქანაში გამომკეტეს და მასთან მისვლის საშუალებაც არ მომცეს“ - ამბობს ცინარა აბულაძე ,,ნიუპოსტთან“. როგორც ქალბატონი აცხადებს, ხელისუფლება არწმუნებდა, რომ საქმე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.

დღეს მისი შვილის გაგუჩინარებიდან 3 წლისთავია, აბულაძეების ოჯახი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს, ისინი ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურდაა ჩიხში შეყვანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42