ურეკის მოსახლეობა საფრთხეზე საუბრობს, ლანჩხუთი კი მილიონებს ელოდება - სუფსის ენერგეტიკული კომპლექსი
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:04, 17 Jan, 2015     5215
ზოგი ფიქრობს, რომ რომ სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის და გაზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ლანჩხუთისათვის შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, საუბარია ყოველწლიურად 200 მილიონ ლარზე.

ადგილობრივი ექპერტი თვითმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილი, პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ, ეს პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანი იქნება.

"როცა ინვესტიცია შემოდის ის ყოველთვის მომგებიანია. იმიტომ, რომ ინვესტიცია თანხის შემოტანას, დასაქმებას ნიშნავს, ეს იქნება მშენებლობის პროცესში თუ მერე. რაც შეეხება სანაპირო ზოლის ინტეგრირებულ მართვას, ასეთი გარანტი სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ეს ეხება ზოგადად 100-150 მეტრამდე მანძილს - ზღვის სანაპიროდან და როგორც ჩემთვის ცნობილია ეს ინვესტიცია ზუსტად ზღვის სანაპიროზე არ შემოდის, არამედ ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 2 კილომეტრითაა მოცილებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ თემაზე მიდის საუბარი, რამდენიმე ადგილიც იქნა მონიშნული, სადაც შეიძლებოდა ამის განხორციელება. რაც შეეხება იმას თუ რამდენად დააბინძურებს გარემოს, რავიცი, აბა რა გითხრათ, დიდი ხანია უკვე არსებობს სუფსის ნავთობ ტერმინალი და ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ რაიმე დაებინძურებინა და ერთი წვეთიც კი არ ჩაღვრილა ზღვაში და არც სანაპიროზე. იმიტომ, რომ ოპონირებას უწევს ისეთი ცნობილი კომპანია როგორიცაა ,,ბრიტიშ პეტროლიუმ“. თუ ამ სახის ცნობილი და ინტეგრირებულ მართვაზე ორიენტირებული კომპანია მოახდენს ახალი კომპლექსის მშენებლობას, არამგონია, რომ რამე ეკოლოგიური პრობლემა წარმოიშვას. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას, რომ რასაც ქვია ინვესტიციების დადებითი შედეგები ეს ყველა შემთხვევაში გამოჩნდება, როცა საუბარია მილიარდებზე“ _ დასძენს გიგინეიშვილი.

,,გურიის მოამბე“ ამავე თემაზე, ლანჩხუთის ექს გამგებელსა და თავის დროზე, საქართველოს ნავთობკორპორაციის წარმომადგენელს, დასავლეთ საქრთველოში, გიორგი გოგუაძეს დაუკავშირდა:

_ ეს ორგანიზაცია როცა შემოვიდოდა, 20 მილიონს ვადებინებდით ლანჩხუთის განვითარებაში. ეს თანხა მოხმარდებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფეხბურთის ხელშეწყობას. ახლა სიტუაცია არის როგორი _ ამით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო. ეს მუშაობა დაწყებულია. ზოგმა ეს გია ჭანტურიას პოლიტიკურ სვლად ჩაუთვალეს. ვინაიდან ის 2010 წელს კენჭს იყრიდა დედაქალაქის მერობაზე. ის არასდროს პოლიტიკოსი არ ყოფილა და ასეა დღესაც. ის წარმოადგენს ერთ-ერთ ამერიკულ-ქართულ კომპანიას და მისი სახელით საუბრობს. ისინი მოდიან თებერვალში და უნდათ დაიწყონ მოსახლეობასთან საუბარი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა პროექტია და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას. 100 საწარმოს რომ იძახის დღევანდელი ხელისუფლება, ეს არის 1000 საწარმოს ტოლი. დაახლოებით 5000 სპეციალისტი სჭირდება მას. ამდენი სპეციალისტი რომ ეძებო, გვირაბს აქეთ ვერ ნახავ. ამაზე ჩვენ ადრე ვფიქრობდით. გვინდოდა ტექნიკუმში სპეციალური სასწავლებლის გახსნა, სადაც კადრები მომზადდებოდა. ბევრ საინტერესო საკითხზე იყო მსჯელობა.

თუ ხელისუფლებამ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა, ჩათვალეთ, რომ შეკვეთილში მჯდომი ადამიანი ბლოკავს. თუ მისი ინტერესი არ აღმოჩნდა, ისე დაკონსერვდება. სამი წელია ის უყურებს ამ პროექტს, საქმის კურსშია ამ ყველაფრის. როცა მან პირველი ვიზიტი ისრაელში გააკეთა, იქ იყო ამაზე საუბარი. ისრაელის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები. შემდეგ მოხდა ამ ყველაფრის დაკონსერვება.

_ ბატონო გია, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა აღნიშნულ პროექტს მაგალითად, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე სუფსაში მთელ რიგ პრობლემასთან დაკავშირებით საუბრობს და მიიჩნევს, რომ ამ პროექტს შესაძლოა ათასობით ოჯახის შემოსავალი შეეწიროს…

_ ნავთობის ტერმინალი სუფსაში გაკეთებულია უკვე წლებია. 1997 წლის 17 აპრილს გავხსენით. მაშინაც იყო უამრავი წინააღმდეგობა. მარტო 15 მილიონი დაიხარჯა იმაში, რომ ეკოლოგიური პრობლემების კვლევა ჩატარებულიყო. მაშინ ეს პრეზენტაცია კულტურის სახლში გაიმართა _ ნავთობტერმინალს თუ აქვს რაიმე გამონაჟონი და იქმნება თუ არა ამით ეკოლოგიური საფრთხეები. არაფერი საფრთხე არ მოდიოდა. რისი იმედი მაქვს, იცით? გია ჭანტურია როცა ჩამოვიდა ამერიკიდან, ისეთ სიტუაციაში მოახერხა ამ პროექტის გატანა, რომ სახელმწიფოში ჩუმად შემოყავდა უცხოელები. მაშინ ,,ბი-პი“-ს მისცენ უფლება პროექტის განხორციელების და შედეგად ის გათავისუფლებულია ქონების გადასახადიდან. ,,ბი-პი“, რომ იმ რეჟიმში იყოს, როგორც სხვა ორგანიზაციები, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა რაიონში. აქ პატარა პროექტი კი არ ხორციელდება. 600 მილიონიანი პროექტია, რომელსაც დიდი გადასახადები აქვს. სუფსის პორტში 4 გემი შემოდის. ანალოგიურად შედის ფოთში და ამ ქალაქის შემოსავალი 250 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია ლარში. სუფსაში არის 4 ტივტივა, პრაქტიკულად პორტია იქ და ეს შემოსავალი შეიძლება მივიღოთ. ,,ბი-პი“ ქონების გადასახადიდან გათავისუფლებულია 30 წლით. ანუ 2027 წლამდე ის არ გადაიხდის. არადა, სუფსაში უზარმაზარი ქონებაა, რომელიც რეალურად საქართველოს საკუთრებაა. ნავთობი რაც არის იქ, ის არის კომპანიის საკუთრებაა. ამ თემის წამოწევაც შეიძლებოდა. ნოვოროსიისკი იყინება 6 თვის მანძილზე და პრაქტიკულად იქ მუშაობა შეუძლებელია. სუფსა კი ამ მხრივ უნიკალურია. შეიძლებოდა ის წამოსულიყო ზღვით, ჩართულიყო სოხუმი და ეს პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნებოდა. ეს წლების წინ იყო დაგეგმილი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა შევარდნაძის ხელისუფლება იყო.

ამ ეტაპზე საუბარია დაახლოებით მილიარდიან პროექტზე. მისი ერთი პროცენტი რომ ჩვენს ბიუჯეტში შემოვა, წარმოიდგინეთ 10 მილიონი ლარია. რაც მთელი წლის ბიუჯეტზე მეტია. როგორც ვიცი, საბოოლოოდ საუბარია 15-20 მილიარდზე. ეს თუ ასე მოხდა, რაიონში 150-200 მილიონის შემოსავალი გაჩნდება. ეს არის გლობალური პროექტი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია და ვიღაცას თუ სასტუმროს გამო ექმნება პრობლემა და ამიტომ აქტიურდება, ეს გასარკვევია. ანაც როცა ლუდი იხარშება მისი ოჯახის კუთვნილ საწარმოში, ის არ აბინძურებს გარემოს?!

ქალაქ ლანჩხუთში დაგეგმილი იყო ესტაკატის მშენებლობა, რომელიც ყოველდღიურად ვაგონებს მიიღებდა. აქედან მოხდებოდა ნავთობის გადაქაჩვა სუფსაში. ეს დამატებითი ადგილების შექმნის წინაპირობა იყო. მოკლედ, ძალიან საინტერესო და სასიკეთო პროექტია, რომელიც ვფიქრობ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი უნდა დარჩეს, თუ რეალურად სურთ ქვეყნის განვითარება.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42