,,მთლიანად მოსახლეობა ვართ წინააღმდეგი, აუცილებლად აისახება ეს დამსვენებელთა რაოდენობაზე, რაც თავისთავად ნიშნავს შემოსავლების გარეშე ჩვენს დატოვებას. ამხელა კომპექსს დამალვით ვერ დამალავენ და ტურისტი, ვინც გაიგებს, ამის შესახებ, ჩამოსვლის სურვილი აღარ გაუჩნდება. საფრთხე ექმნება ეკოლოგიას, აქედან გამომდინარე ტურიზმსაც”_აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციას იზიარებს ექსპერტების ნაწილიც. მათი შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ურეკი და გრიგოლეთი ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე: ‘დღეს ყველა ლაპარაკობს სუფსაში უზარმაზარი ნავთობ-ქიმიური კომპლექსის მშენებლობაზე, რომელიც ნავთობ-ქიმიურის გარდა, გაზის გათხევადების წარმოებასაც მოიცავს და საქართველო-რუსეთსა და ევროკავშირს შორის "მეგობრობის ხიდის" ფუნქციას შესრულებსო. არავის გახსენებია სუფსის მიმდებარედ გრიგოლეთი-ურეკი-შეკვეთილის ტურისტული ზონა და იქ მცხოვრები ათასობით ოჯახი, რომლის შემოსავლები მხოლოდ ტურიზმზეა მიბმული. 5 კილომეტრის რადიუსში რომ უზარმაზარი ნავთობქიმიური კომპლექსი იქნება, იქ ჩამოვა დასასვენებლად ვინმე?! გასაგებია ქვეყნის სტარტეგიული ინტერესი, მაგრამ როგორ ჩაეწერება თუ შეეწირება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული ოჯახების სასიცოცხლო ინტერესები ამ პროექტში, ეს კითხვა თუ აწუხებთ ნეტა პროექტის ინიციატორებსა თუ არა, საქართველოს ამ იდეით მოხიბლულ მთავრობის წევრებს მაინც"?!- ამბობს ექსპერტი.
გიორგი ჭანტურია ამტკიცებს, რომ ამერიკული კომპანია, რომელიც ნიუ-იორკშია დარეგისტრირებული, სუფსაში უკვე ჩატარებული კვლევის საფუძველზე მხოლოდ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს და მას ენერგეტიკულ დერეფანთან კავშირი არა აქვს.
ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე განაცხადის შეტანა კომპანიებს, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1 თებერვლამდე შეუძლიათ. თუმცა, სად აშენდება ეს საწარმო, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მშენებლობის მიზნით დარეგისტრირებულ კომპანიებთან სახელმწიფო მოლაპარაკებას დაასრულებს.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






