მშვიდობის კათედრალური ტაძრის წინამძღოლი მალხაზ სონღულაშვილი შაბაზ ბჰათის თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდა, "მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისთვის მშვიდობის შენებისა და რელიგიათა შორის ურთიერთპატივისცემის დამკვდრების საქმეში".
დაჯილდოვების ცერემონია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში შედგა. ჯილდო მას გერმანიის მთავრობის მინისტრმა, ჰერმან გროჰემ გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიაზე გერმანელმა მინისტრმა განაცხადა: "მეუფე მალხაზ სონღულაშვილის წვლილი მშვიდობის ხიდების მშენებლობის საქმეში ძალიან დასაფასებელია. ამ თვალსაზრისით იგი ნამდვილი 'პონტიფექსია' ანუ ხიდის მშენებელი. ჩვენ ყველნი ვუსურვებთ მას წარმატებას ამ დიდი მისიის შესრულებაში." ცერემონიას ბერლინში ესწრებოდნენ ევოპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიპლომატიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები.
თავისუფლების პირველი ორდენი შაჰბეზ ბჰათის, სიკვდილის შემდეგ (2011) მიენიჭა, მეორე ორდენი - დოქტორ ჰანი ჰანას, ეგვიპტის სიძველეების მთავარი მცველსა და "არაბული გაზაფხულის" მონაწილეს (ეგვიპტე - 2012), მესამე ორდენი - ანგ სან სუუ ჩის, ნობელის პრემიის ლაურიატს მშვიდობის დარგში (ბირმა - 2013), მეოთხე - რომის პაპ ფრანცისკეს (ვატიკანი - 2014), მეხუთე მალხაზ სონღულაშვილს (საქართველო - 2015).
წყარო http://www.tabula.ge/
მასალის გამოყენების პირობები






