თბილისში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა
საზოგადოება - 17:38, 16 Jan, 2015     2072

საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე, დღეს 9 აპრილის ბაღში ცნობილი მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„დღეს ღირსეული პატივი მივაგეთ ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს. ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი შემოქმედება და მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მისი სახელობის მემორიალური დაფა გავხსენით, პირობა დავდეთ, რომ 83 წლის იუბილეზე, 9 აპრილის ბაღს ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაამშვენებდა და ამით პატივს მივაგებდით მის უკვდავ სახელს, რაც შევასრულეთ. ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი შთამომავლობას შემორჩება, როგორც ნათელი მაგალითი ჭეშმარიტი ხელოვანისა, ღირსეული ქართველისა და სამაგალითო მოქალაქისა. თითოეული ჩვენგანის ვალია, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მისი სახელის უკვდავყოფაში, ჩვენი შვილები მოვიყვანოთ ამ ადგილზე და მოვუყვეთ მისი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად არის, მხარში დაუდგეს ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გმირი შექმნა კინოსა და თეატრში. „მქონდა ბედნიერება, პირადად ვიცნობდი ბატონ ოთარს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად უდიდესი საერთაშორისო აღიარებისა, მას ყოველთვის თავმდაბლობა ახასიათებდა და ეს მტკიცე ხასიათი ყველა გმირს ლაიტმოტივად გაჰყვებოდა. ყველაზე მთავარი, რაც მას ჰქონდა და დღესაც აქვს, უამრავი ჯილდოსი და აღიარების გარდა, არის ხალხის სიყვარული, რისი დასტურიც დღევანდელი დღეა“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტს კინოსა და თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. ოთარ მეღვინეთუხუცესს მინიჭებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი.

ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის მდებარე მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი ეწოდა. მსახიობის სახლთან კი მემორიალური დაფა გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42