როგორც საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი დონაძემ აღნიშნა, სულ ქვეყნის მასშტაბით 12 ფოლკლორის ცენტრი გაიხსნება, მაგრამ ოზურგეთი იქნება დასავლეთ საქართველოს ცენტრი, თბილისის ცენტრის ალტერნატივა და ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი".
სალოტბარო სკოლაში, რომელიც ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე იმუშავებს, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას.
გამორჩეულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში მიიღონ განათლება.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.
სალოტბარო სკოლების პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უზრუნველყოფს.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები