საქართველს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია უარყოფს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასაყიდად გამოტანილი მერსედესის მარკის ავტომობილი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს ორი მერსედესის ავტომობილი ემსახურებოდა, ერთი რომლითაც უშუალოდ სარგებლობდა იყო ნაცრისფერი ავტომობილი, ხოლო მეორე კი მწვანე ფერის. ორივე ავტომობილი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და ორივე ავტომობილი იყო დაჯავშნული, მათი შეძენა მოხდა გერმანიაში 1991 წელს. ერთი ავტომობილი მოგვიანებით გადაეცა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ასლან აბაშიძეს.
კონსტანტინე განსახურდიას თქმით სახელმწიფო გადატრიალებს შემდეგ პრეზიდენტი მუქი ნაცრისფერი SL კლასის ჯავშანმაქანით ჩავიდა ქალაქ იჯევანში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, გროზნოში გადასვლის შემდეგ კი ეს ავტომობილი ადგილზე დარჩა, ხოლო შემდეგ იგი ქართულმა მხარემ დაიბრუნა.
"მეორე მანქანა იმყოფებოდა აჭარაში და ასლან აბაშიძემ ის შემდგომში დააბრუნა თბილისში. ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ორივე "მერსედესი" როგორც მუქი ნაცრისფერი, ასევე ღია მწვანე ფერის ჯავშანმანქანა იმყოფებოდა, ჯერ საქართველოს მთავარი პროკურატურის სადგომზე, ხოლო, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ საკააშვილი, მაქანები გადაყვანილ იქნა სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე და საგანგებო სამსახურის დოტაციაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში დღესაც ეს ორივე მანქანა იმყოფება სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გამსახურდიას თქმით ავტომობილი, რომელიც იყიდება არის ლურჯი ფერის და აღნიშნავს,
რომ ამ ავტომობილზე ჩანს დაზიანების კვალი, ამიტომ ეს არ გავს ჯავშანმანქანას.
შეგახსენებთ რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ატომანქანა 32 000 აშს დოლარად იყიდება.
მასალის გამოყენების პირობები






