„მამა ილია იყო ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო , ყოფილიყო მარტო საკუთარი თავისთვის, ეს იყო ადამიანი, რომელიც უნდა დახარჯულიყო სხვისთვის, უფლისთვის. მამა ილიამ გაიმეორა ის გმირობა, რაც ოდესღაც კომუნისტების დროს ექიმმა ჟორდანიამ გააკეთა. გახსოვთ თქვენ, თვითმფრინავში მან იაპონელ ბავშვს მიაწოდა ტავისი მაშველი რგოლი და ბავშვი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. მამა ილიამ მაშველი რგოლი კი არ გადასცა , თავისი ადგილი დაუთმო დედა- შვილს. ის გემის კაპიტანთან ერთად ბოლომდე იდგა , ლოცვით ამხნევებდა მას.
საბერძნეთის ეკლესიამ , სადაც მეუფე ევქტარიოსია ატენისა და მთელი ელადის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ქართველი ბერი მამა ილიასადმი ერთკვირიანი ლოცვა გამოაცხადა, რადგანაც მან ასეთი გმირობა ჩაიდინა.“- ჰყვება ის გამოცემასთან საუბარში.
იტალიის ტელეკომპანია Rai2-მა მამა ილია კარტოზიას გარდაცვალების დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა. მცხეთის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იტალიის ქალაქ ბრში წმ. ნიკოლოზის საფლავზე მიემგზავრებოდა. სიუჟეტის მიხედვით, ქართველმა სასულიერო პირმა ბოლომდე არ დატოვა ბორანი და მგზავრებს დახმარებას უწებდა. მის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფრომაცია, რომ მამაომ თავისი კუთვნილი ადგილი სამაშველო გემზე ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, თვითონ კი ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, მამა ილია მუდმივად თან ატარებდა ზურგჩანთას რომელშიც მას ხატები ჰქონდა, სწორედ ეს ზურგჩანთა ჰქონდა თან გარდაცვლილ მღვდელმსახურს.
წყარო გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






