„თვითონ ფაქტი, რომ ქართველი რეჟისორის ქართულ-ესტონური ფილმი "ოსკარის" ნომინანტია, უკვე ძალიან კარგია ქართული კინოსათვის“ - წერს ნიკა რურუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და მილოცვასთან ერთად იმ მრავალწლიან სწორ სტრატეგიაზე საუბრობს, რომლის დამსახურებითაც ქართულ კინემატოგრაფიაში ეს საეტაპო გარღვევა მოხდა.
ნიკა რურუა: „მინდა მივულოცო "ოსკარის" ნომინაციაში მოხვედრა ქართულ-ესტონურ კოპროდუქციას "მანდარინები" და მის ყველა ავტორს, ამ ფილმის რეჟისორისა და პროდიუსერის ჩათვლით.
ეს მიღწევა, მიუხედავად ამისა, არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ფილმის ავტორების დამსახურება: ეს საეტაპო გარღვევა ქართული კინემატოგრაფისა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შედეგია მრავალწლიანი სწორი სტრატეგიისა, რომელსაც ამ სფეროში საქართველოს კინოცენტრი და მისი მაშინდელი ხელმძღვანელი, თამარ ტატიშვილი ანხორციელებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ყველაზე დიდ კინემატოგრაფიულ კავშირსა და ფონდშიც, EURIMAGES-შიც, საქართველო სწორედ ამ წლებში გაწევრიანდა.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს წინსვლა დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვს დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ისე როგორც არასდროს, იმიტომ რომ შეუქცევადი არაფერია - ამ პოზიტიური ძვრების ჩათვლით - და ასევე იმიტომ, რომ კინოინდუსტრია, როგორც დარგი, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დიდი კონკურენციით გამოიჩევა, სადაც თვითკმაყოფილ და არაშრომისუნარიან მოთამაშეს, არავინ არაფერს დაუთმობს.
ქართულ კინოს, ეფექტიანი მუშაობის და ზრუნვის შემთხვევაში, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები ელის.
მასალის გამოყენების პირობები






