თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ვარაუდოსბ, რომ უცხო პირები მათ სახლში მოსასმენი აპარატურის დასამონტაჟებლად შევიდნენ.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„ჩემი ოჯახი ისეთ პოლიტიკურ ბრძოლაშია, რომ ასეთ ეჭვებს ყველა დავეჩვიეთ. მითუმეტეს, ამ აზრს წინაპირობა აძლიერებს, სტუმრად ვიყავით „ლოპოტაზე“ მეგობართან, სადაც უამრავი ადამიანი იყო. ჩვენი წამოსვლის შემდეგ იქ პროკურატურა შევიდა და სტუმრების სია იკითხა. ასე, რომ ამის საფუძველი, რომ ვიღაცას რაღაც მეტად აინტერესებს, გვაქვს“, - განაცხადა ნათია ფანჯიკიძემ.
ალასანიას მეუღლის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათ სახლში უცხო პირი ცდილობდა შეღწევას. ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე მომხდართან დაკავშირებით უკვე დაკითხეს. შსს-მ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები






