რა შარლი ხარ?... შარლი არა შურლი... ეს რა უბედურება გვჭირს? - მიშა გომიაშვილი
საზოგადოება - 19:23, 15 Jan, 2015     17881

მსახიობი მიშა გომიაშვილი „Charlie hebdo“-ს მხარდამჭერ ქართველებს აკრიტიკებს.

გომიაშვილი პარიზში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება.

„პირველ რიგში მინდა გულის ტკივილი გამოვხატო და მივუსამძიმრო 7 იანვარს პარიზში, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, პარიზს და მთლიანად საფრანგეთს.

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ჭკუადმყოფელი ადამიანი, რომელიც ტერორიზმს გაამართლებს! ტერორიზმს არც ეროვნება გააჩნია და არც რელიგია, პირადად მე არა კაცურ ნაძირლურ და მეტსაც ვიტყვი ლაჩრულ საქციელადაც კი მიმაჩნია... და ყველაზე მთავარი და შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ დროს უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები იღუპებიან.

ზუსტად ამაზეა გათვლილი ტერორისტების ქმედება... მაგრამ არანკლებ დანაშაულს ჩადიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს მათ გამონათქვამს, მათ საქციელს და მიუხედავად ამისა, მაინც პროვოცირებენ ტერორისტებს..

არავის აქვს უფლება მუსულმანების, ქრისტიანებისა თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევართა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს, მათი ღმერთები თუ წმინდა მოციქულები გააშარჟოს და გაამასხარაოს!

სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს მილიონობით ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ფასეულობების შებილწვას, მათ რელიგიის შეურაცხყოფას, ჟურნალი „შარლი ებდო“ კი, ასეთ მკრეხელურ საქმიენობას არ ერიდება, და დღეს თურმე უნდა გამოვიდეს ნომერი, როგორც თავად დაანონსეს, სადაც ისევ, და შეიძლება უფრო მეტი შეურაცხყოფა და მკრეხელობა იყოს დაბეჭდილი....

რა უფლებით? ვინ მისცათ უფლება?... ისევ, სისხლისღვრის საფრთხის წინაშე დააყენონ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები!!!

მაგრამ მე უფრო მაწუხებს ის, რომ საქართველოშიც დაიწყო ეს - „მეც შარლი ვარ“... არც ვუფიქრდებით იმას, რას ნიშნავს - "მეც შარლი ვარ"... ნუთუ ისე გამოვთაყვანდით, რომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენც ვაწერთ ხელს ყველა იმ მკრეხელურ კარიკატურებს... ჩვენც ასე ვფიქრობთ?..

ნუ ამოვიდებთ მარცხენა ფეხის მუხლს მარჯვენა იღლიაში მიკი მაუსივით და ნუ გავრბივართ, თვითონაც რომ არ ვიცით სად... აღარ მოგვბეზრდა სხვის დაკრულზე ცეკვა?... ყველა თავის საქმეს აკეთებს, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, და ჩვენნაირ დურაკებს იყენებენ ამისთვის... ჩვენ წყალს და პამპერსებს გვიგზავნიან... და შეშფოთებულნი არიან...

რაღაც არ მახსოვს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ქალაქში გამოსვლები, სადაც შავ დაფაზე წარწერა ყოლილიყო - "მეც სოხუმი ვარ," "მეც სამაჩაბლო ვარ," "მეც რობაქიძე ვარ," "მეც გირგვლიანი ვარ"...

მოვეშვათ ამ მეტიჩრობას, და ცოტა უფრო სერიოზულად ვიფიქროთ საუკუნეების მანძილზე ჩვენს გვერდზე მცხოვრები ჩვენი ძმების სარწმუნოებას ნუ შევურაცხყოფთ, და რაც მთავარია, ჩვენს რელიგიას, სარწმუნოებას და ეკლესიას, რითიც მოვედით დღემდე, როგორც მინიმუმ პატივი ვცეთ! P.S. ეს იმათ, ვინც გადაწყვიტა იყოს "შარლი," - წერს გომიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42