თბილისის საკრებულო აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი”უერთდება
საზოგადოება - 17:38, 15 Jan, 2015     707

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჯანდაცვის სამინისტროს აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი”უერთდება.

მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს აქციას "ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი" დედაქალაქის საკრებულოც შეუერთდა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა და მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია , მისი თქმით საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლებიც აღნიშნულ აქციას უერთდებიან და მაქსიმალურად ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან აქტივობაში .

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს , რომ ყურადღება უნდა გამახვილეს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ჩართულობაზე და ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე. –„გარდა იმისა, რომ C ვირუსი განკურნებადი გახლავთ, იგი მოითხოვს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას. დაგვიანებულ შემთხვევებში ზოგჯერ მკურნალობა არა ეფექტურია. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა, ეს ფაქტორი საკრებულომ და მერიამ გაითვალისწინა კერძოდ, წლევანდელ ბიუჯეტში უკვე ჩადებულია მილიონ ოთხასი ათასი ლარი, რომელიც დაავადების დროულ გამოვლენილას და შემდგ მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრას მოხმარდება, რაც მკურნალობის შედეგის ეფექტიანობას გაზრდის. ასევე, უმნიშვნელოვანესია პრევენციული ღონისძიებები და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება C ჰეპატიტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენთაგანი უნდა შევუერთდეთ ამ აქციაც რათა ერთობლივად დავამარცხოთ 21 საუკუნის ერთ-ერთი ისეთი ყველაზე საშიში დავავადება როგორიც C ჰეპატიტია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმნიშვნელოვანესი პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისი მიზანია მიზნობრივი ჯგუფებისთვის არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა, რაც პირველ რიგში, დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42