„ხმა მიხეილ სააკაშვილს მივეცი!“ - საინტერესო დეტალები ღარიბაშვილის ცხოვრებიდან
საზოგადოება - 16:40, 15 Jan, 2015     6487

სტუდენტობა პარიზში და პარალელურად რესტორანში მიმტანად მუშაობა, თბილისში დაბრუნება, „ქართუ ჯგუფი“, ივანიშვილთან დაახლოება - ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ღარიბაშვილის ცხოვრებიდან ვანო პავლიაშვილის იმ ინტერვიუში ამოიკითხავთ, რომელიც 2012 წელს არის ჩაწერილი. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას ინტერვიუდან.

-ირაკლი, აშკარად იღბლიანი ადამიანი ხარ – ბედმა ივანიშვილს შეგახვედრ

- კი, ასეა… ჩემს ცხოვრებაში სირთულეებიც იყო… სხვათა შორის, პარიზში ათასი დოლარით წავედი, სადაც სწავლის პარალელურად, რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი და მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ვინახავდი, არამედ, ოჯახსაც ვეხმარებოდი. ჩემი წარსულით ვამაყობ და არასოდეს მიფიქრია, ნეტავ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-მეთქი.

ივანე ჯავახაიშვილის სახელობის თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გავაგრძელე. საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დავბრუნდი.

- პარიზიდან „ვარდების რევოლუციას“ გულშემატკივრობდი?


- კი, რადგან ის სისტემა უკვე მიუღებელი იყო და უნდა დანგრეულიყო.


- ანუ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, მოგწონდა?


-ვთვლიდი, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ახალგაზრდული ძალა მოდიოდა და ვაღიარებ: მაშინ ხმა მიხეილ სააკაშვილს მივეცი!.. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამსახურის ძებნა დავიწყე და ორი არჩევანი მქონდა – მუშაობა ან ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა დამეწყო ან „ქართუ-ჯგუფში“. ჩემი მეუღლის რჩევა გავითვალისწინე და მალე მივხვდი, რომ “ქართუ-ჯგუფში” მუშაობის დაწყება ჩემს ცხოვრებაში გაკეთებილი პირველი სწორი არჩევანი იყო! თავდაპირველად “ქართუ-ჯგუფის” ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად ვმუშაობდი…


- ირაკლი, როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილის “მარჯვენა ხელი” ხართ…


- დიახ, ძალიან ახლოს ვართ…


-ჰოდა, ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტმა მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის ყურადღება როგორ მიიქციე?


- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ამ ადამიანში ნდობა ჩემი საქმიანობით მოვიპოვე.

- ამბობენ, საქართველოში, ადრეც და ახლაც, ივანიშვილის ფინანსებს ირაკლი ღარიბაშვილი განაგებსო…


- “ქართუ-ფონდის” ხელმძღვანელი ვიყავი და, ბუნებრივია, ყველა პროექტის დაფინანსებაში ვმონაწილეობდი…


მენეჯერის ასისტენტობიდან პირდაპირ “ქართუ-ფონდის” დირექტორად დაგნიშნეს?


- არა, ჯერ განყოფილების ხელმძღვანელი გავხდი… სხვათა შორის, ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვესაუბრე… 2005 წლის 17 ოქტომბერს, ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს, დილით, ბატონმა ბიძინამ დამირეკა და მკითხა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ჩემი თანამშემწე გახდები თუ არაო. ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო…


- დაიბენი?


- რა თქმა უნდა…


- მაშინ რამდენი წლის იყავი?


- 23-ის… იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.


- შენც ხომ არ შეიცვალე? – ბოლოს და ბოლოს, 23 წლის ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ქველმოქმედისა და მილიარდერის თანაშემწე გახდი.


- შინაგანად არ შევცვლილვარ, თუმცა თავიდანვე გავიაზრე ის პასუხისმგებლობა, რასაც ბატონი ბიძინას თანაშემწეობა ერქვა და, პრაქტიკულად, ახალი ცხოვრება დავიწყე. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობით ძალიან გავიზარდე, რისთვისაც მისი უზომოდ მადლობელი ვარ! ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, ბატონ ბიძინასთან მისი ფრანგი მეგობარი, მილიარდერი ფრანსუა პინო იყო ჩამოსული და ძალიან საინტერესო რამ მითხრა: “მსოფლიოს ვერც ერთ უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში, ვერც ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი იმას, რასაც ბატონ ბიძინასთან ისწავლიო” და მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად ასეა – უაღრესად დიდი გამოცდილება შევიძინე და ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბატონმა ბიძინამ“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42