გამოცემის ცნობით სომხურ მხრეს სურს კულტურული მემკვიდრეობის დავის გაგრძელება და გეგმავს ამ თემაზე იუნესკოს მიმართოს. აქამდე სომხური ეკლესია ქართულ მხარეს მხოლოდ ხუთ ეკლესიას ედავებოდა, ახლა კი სია გაიზარდა.
„როდის გვიჩივლებენ სომხები იუნესკოში ჯერ ცნობილი არ არის. საჩივარი რომ წავა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. საქართველოს ხელისუფლება კი, ამ თემაზე რატომღაც ხმას არ იღებს. ამ თემაზე აქცენტს არც ოფიციალური ერევანი აკეთებს“, - წერს გამოცემა.
იუნესკოში მიმართვა პრობლემის დაფიქსირების პირველ ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ, რასაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში.
საქართველოს და სომხეთს შორის, სადაო ეკლესიების თემა აქტულური საქართველოში სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორის ჩამოსვლის შემდეგ გახდა.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






