ვინ და რა მიზნით შეიპარა ალასანიების სახლში?
საზოგადოება - 11:19, 15 Jan, 2015     2669

„დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და არ ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს-მეთქი,გავიფიქრე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და სახლში უცხო ადამიანის შემოპარვაზე საუბრობს.
ნათია ფანჯიკიძე: „შაბათს ნიკო ჯარში იყო ცვლაში, ირაკლი ევროპაში, კატო სამეცადინოდ მეგობართან და მე საკვებად მეგრელებში. დავბრუნდი და სახლის კარი შიგნიდან დამხვდა დაკეტილი. 10 წუთი ვაღებდი და ვერ ვაღებდი, ხან დავკეტე გარედან, ხან ისევ გაღება ვცადე, ხან ზარი ვრეკე, ხან კატოს ვურეკე, შენ ხომ არ დაბრუნდითქო...
მერე კიდევ გაღება ვცადე და ათი წუთის მერე მიუხედავად რაჭველობისა, მივხვდი, რომ ვიღაც კუდრაჭაა სახლში. დაბლა ჩავედი, არ გამოვარდეს შეშინებული და ჩამცხოს რამე, ისიც ხომ ღელავს რომ დავადექითქო, ვიფიქრე და რეკვა დაბლა ჩასულმა დავიწყე ახლობლებთან და პოლიციაში.
მოკლედ, გამეპარა. ახლა დამტკიცება ძნელია. ირაკლი მეუბნება, კამერის დასაყენებლად ან რამისთვის შემოსვლა კი არ მიკვირს, ის მიკვირს, როგორ დაგხვდებოდნენ, მთლად ასეთი არაპროფესიონალიზმიო?
ერთი გასაღები მაქვს, მხოლოდ გარედან კეტავს და იღება, თავს ვერ ვპატიობ, რომ არ მომაფიქრდა, არ ჩავკეტე და არ დაგახვედრეთ სახლშითქო, ჩავიხვიე და ვიმეორებ მას მერე. გუშინ კიდევ ერთხელ კატოს ვუყვები, რა ცუდია, რომ არ ველოდი, ტვინმა არ იმუშავა როგორც საჭიროა, როგორ არ ჩავკეტეთქო.
კატო მისმენს თავისი წყნარი და კეთილი სახით და მეუბნება, - კარგია რომ არ მოგაფიქრდა, მერე აივნიდან რომ გადამძვრალიყო, გადავარდნილიყო და მომკვდარიყო, ამაზე ხომ უფრო ინერვიულებდი?წარმოვიდგინე ეს ამბავი და... ბრაზისგანაც განმკურნა, სინანულისგანაც, ყველაფრისგან. საოცარი შვილები მყავს, ნიკოც ასეთია, ისეთ მოულოდნელ რამეს გეტყვის, გაოგნებული და ყველაფრისგან თავისუფალი რჩები.
ეს ორი მზიანი სული რომ გამოვჩეკე, ამასთან შედარებით ვერაფერი ვერ წამიხდენს ხასიათს. ყველაფერი უბრალოდ თავგადასავალია. ეს ორი ადამიანია სინამდვილე და ადამიანში ღმერთის არსებობის დასტური ჩემთვის“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42