როგორ გახდა ომარი მამა ილია, რას იხსენებს დეკანოზი გიორგი ჯგუშია მის შესახებ და როგორ იდგა ის ასევე ბოლომდე 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილების გვერდით მათ დასახმარებლად.
მამა ილია სოხუმში დაიბადა, იქ დედა ცხოვრობდა იზოლდა ჯგერენაია. 12 წლის ასაკში სტიქარი ეცვა. რას იხსენებს დეკანოზი გიორგი ჯგუშია, რომელმაც ომარი ეკლესიაში მიიყვანა:
,,სტიქაროსნობა უნდათ... ხიბლისმიერი მომენტია ხოლმე, მაგრამ ეზარებათ ხოლმე მუშობა, რაც ევალება მნათე სტიქაროსანს. არასოდეს არაფერი ეზარებოდა და არ მახსოვს შენიშვნა მიმეცეს, კარგად ხვდებოდა ყველაფერს, რასაც კი ეტყოდი.

მამა გიორგის უთხრა, რომ სწავლის გაგრძელება სასულიერო სემინარიაში უნდოდა.
,,ვუთხარი, რომ ეს მისასალემებელია ჩვენი მხრიდან, მაგრამ იქნებ მშობლებთან შეათანხმო რომ იცოდნენ, სახარებისეულად ამას მშობლების ლოცვა-კურთხევა სჭირდება“.
მამა გიორგის გააანდო ასევე, რომ ღვთის გზით სიარული უნდოდა.
,,გადაწყვიტა, რომ ბერად შემდგარიყო, როცა გამიმხილა, მაშინაც ვუთხარი, კი რა ჯობია თუ ამ გზას აირჩევ, მაგარმ ისევ მშობლის ლოცვა-კურთხევით... გამიგებენო მშობლები...“

დედა შვილის გადაწყვეტილებას დუმილით შევხდა,
,,რა უნდა მეთქვა? ჩემს შვილს შეურაცხყოფას ხომ არ მივაყენებდი?“
მამამ ერთი რამ სთხოვა: ცოლი მოგეყვანა და მერე წასულიყავიო. მან კი ასე უპასუხა:
,,როგორ ჩემს ცოლ-შვილს თქვენ ხომ არ დაგიტოვებთო... ჩემი პატრონი სხვა არისო ეხლა და მოვა დრო, როცა სხვისი პატრონი მე ვიქნებიო...“
საფარის მონასტერში დიდ დროს ატარებდა. ამბობდა, რომ იქ რა ძმობაც ვნახე, ეგეთი ერის ცხოვრებაში არ არსებობსო...
იღუმენი ილია კარტოზია პატრიარქმა არქიმანდრიტის ხარსიხში აიყვანა.
,,მე მჯერა რომ მას ადგილი მიუჩინა უფლის გევრდით.. დედა, იცოდე, ასჯერ მეტად ამაყი ვარ, რომ შენ ასე დაასრულე სიცოცხლე“- ამბობს მამა ილიას დედა.
2008 წელს მამა ილიას ცეცხლმოკიდებული გორიდან დაჭრილები გამოჰყავდა, ქალაქი მაშინაც ბოლომ დატოვა.
,,მამაომ რამდენიმე მამებთან ერთად, მაშინ მორჩილი იყო, უწმინდესის კურთხევით იმ ომის ეპიცენტრში იყო, სადაც დაბომვა იყო იქ იყო და დაჭრილ ადამინებს ეხმარებოდა, 10 დღე იყო დაახლოებით ხალხის სამსახურში, ეხმარებოდა დაჭრილების საავადმყოფოშ გადაყვანაში“ - იხსენებენ აგვისტოს ომის დღეებში მამაოს გორში ყოფნის ამბავს.

ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ.
მამა ილია კარტოზია ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. უბედურ შემთხვევას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა. მგზავრზე მყოფები იხსენებ, თუ როგორ ამხნევებდა და სულიერად აძლიერებდა ქართველი სასულიერო პირი მგზავრებს, რომ ისინი პანიკაში არ ყოფილიყვნენ, მამაო მათ ლოცვას აკითხებდა. ამბობენ, მამაოს სამაშველო ჟილეტიც გადაუგდეს ზღვაში, თუმცა ძლიერი ღელვის გამო მასთან მიახლოება ვერ შეძლო.
მამა ილიამ სამაშველო ნავზე თავისი ადგილი ბავშიან ქალს დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ ბორანზე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






