სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ყავს
საზოგადოება - 17:08, 14 Jan, 2015     1506

2014 წლის 26 დეკემბერს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. ცვლილებამდე, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთი მოადგილე ყავდა.

2015 წლის 12 იანვარს, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება სახალხო დამცველის აპარატის დებულებაშიც და სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ დაინიშნა პაატა ბელთაძე, რომელიც მანამდე იყო სახალხო დამცველის მოადგილე; ხოლო, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი 2013–2014 წლებში ნათია კაციტაძე დაინიშნა სახალხო დამცველის მოადგილედ.

ნათია კაციტაძემ 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორის სამართლისა და საერთაშორის ურთიერთობების ფაკულტეტი; 2006 წელს დაამთავრა პოლონეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ვროცლავის უნივერსიტეტში საერთაშორის საჯარო სამართალის კუთხით (ვროცლავი, პოლონეთი); 2007 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

2003–2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42–ე მუხლში.

2008 წელს იყო გაეროს განსახლების პროგრამის (UN HABITAT) ეროვნული კონსულტანტი იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრების უფლების, რესტიტუციის და განსახლების საკითხებზე.

2009–2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების კუთხით, იყო წამყვანი იურისტი და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი; ასევე, სტრატეგიული სამართალწარმოების სფეროში რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. იყო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათობით საჩივარში.

2010 წლიდან ჩართულია ქართულ–აფხაზურ და ქართულ–ოსური სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ პროექტებში.

არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერშიპის პროგრამის (IVLP) მონაწილე.

სხვადასხვა წლებში (2007, 2008, 2011) გავლილი აქვს პრაქტიკა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებათა სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო ცენტრსა (INTERIGHTS) და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულ ცენტრში (EHRAC).

2008 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდები საერთო სპეციალობით. მომზადებული აქვს სამაგისტრო ნაშრომები და სტატიები ადამიანის უფლებათა საკითხებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42