ჯანდაცვის მინისტრის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე" ჟურნალისტები და ცნობილი სახეები შეუერთდნენ.
აქციას საინფორმაციო სახე ექნება და მასში საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება დააფიქსიროს სამი ძირითადი გზავნილი - თუ როგორ წარმოუდგენია С ჰეპატიტის დამარცხება. გზავნილები მან სოციალური ქსელის მეშვეობით უნდა გაავრცელოს და სხვებიც გამოიწვიოს.
„საინფორმაციო კამპანიას ე.წ. კასკადური ხასიათი ექნება. ჩემი ძირითადი სამი გზავნილია - პირველი, პრევენცია აუცილებელი კომპონენტია; მეორე, ყველა ვისაც სჭირდება მკურნალობა, მიიღებს ამ მკურნალობას; მესამე - დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხი მაღალი იქნება.
ეს სამი კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროს პიარსამსახურის მიერ გავრცელდება. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მთავრობის წარმომადგენლებს, რომ აქტიურად გაიზიარონ ეს მოცემულება და საკუთარი შეხედულებები და გზავნილები წარმოადგინონ,“ - განაცხადა სერგეენკომ.

























მასალის გამოყენების პირობები






