ნიკოლოზ რაჭველი: „მე ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ ვუყურებდი „ნიჭიერს“, მაგრამ თავისთავად მუსიკალური ნომრების გამო ჩართული ვიყავი, ამალიაზე აგორებული ჭორის შემდეგ ,,რუსთვი 2"-მა მომმართა, მთხოვეს, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. ეს ხარვეზი, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, იყო მონტაჟის ხარვეზი, ვიდრე სინამდვილეში ნამღერთან დაკავშირებული. ,,რუსთავი 2"-ის პროექტებში არასდროს ყოფილა იმის პრეცენდენტი, რომ ვინმეს ჩანაწერით შეესრულებინა თავისი სიმღერა.
რადგან ამ პროცესში ჩავერთე, მერე გავაგრძელე და როდესაც ამალია ჯიბლაძეს შემდეგი სიმღერა უნდა ემღერა, მე სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი მოვიყვანე და ჩვენთან ერთად იმღერა.
რა თქმა უნდა, გადავიდა ფინალურ ტურში და აი, ფინალის დღესაც არ გავუტეხე გული და მოვედი სიმფონიურ ორკესტრათან ერთად.
შეიძლება საკამათო იყოს ვიღაცისთვის, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანი გაჩნდა იმისათვის, რომ იმღეროს. მას ძალიან გაჭირვებული ცხოვრება აქვს, ასე დეტალურად ბევრმა არ იცის, მე უფრო დეტალურად ჩავიხედე მის ცხოვრებაში და ძალიან მინდა, რომ მისთვის ეს პროექტი რაღაცის შეცვლის და ახლის დაწყების საშუალებიდ იქცეს, როგორც ახალი კარგი მომღერლის აღზევება ჩვენს სივრცეში“.

მასალის გამოყენების პირობები






