„ეს იყო სრულიად მოულოდნელი გამარჯვება, იმიტომ რომ უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ ჩვენს კონკურენტებად მოვიაზრებდით კოკას და ნინოს, მეგონა ისინი მოიგებდნენ.“, - განუცხადა ქეთიმ, ნიჭიერის გამარჯვებულმა კონკურსანტმა „ნიუპოსტს“.
ქეთი: „მაგრამ ეს იყო როგორც ბომბი, როგორც აფეთქება. ჩვენს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენით ასეთი ემოცია. მინდა მთელ საქართველოს გადავუხადო მადლობა, რადგან ეს არის ჩვენი გამარჯვება, რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლებლობა შეზღუდული პირების ინტეგრაცია მოხდა საზოგადოებაში.
დასახული გეგმებს უკვე ვანხორციელებ. მე დავაარსე ეტლით მოსარგებლე სპორტული ცეკვების ფედერაცია და ასევე მინდა დავაარსო ინტეგრირებული ცეკვის თეატრი საქართველოში სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირები, არამედ ყველა ვისაც სურვილი ექნება“.


მასალის გამოყენების პირობები






