2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება, - ასე დაიწყო დავით სერგეენკომ 2015 წლის პირველი ბრიფინგი, რომელიც დღეს შედგა ჯანდაცვის სამინისტროში.
უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას.
დავით სერგეენკომ მოუწოდა მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე მედია საშუალებებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება, მოწერონ ჯანდაცვის სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი. აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს სოციალურ ქსელში და მოინიშნოს ჯანდაცვის სამონისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, რათა სამინისტროს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურმა აკონტროლის დამონიტორინგი გაუწიოს რა სახის გზავნილები შემოვა საზოგადოებიდან.
მასალის გამოყენების პირობები






