უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ ფერი უნდა ვიცვალოთ- ილია მეორე
საზოგადოება - 13:18, 14 Jan, 2015     1534
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გამართული პარაკლისის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, ილია მეორემ მოსახლეობას წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე და ახალი წელი მიულოცა და საქართველოს და მთელ მსოფლიოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული უსურვა.


„ყოველ ახალ წელს ადამიანი ახალ მადლს და ღვთისგან წყალობას ელოდება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა არ მოგვაკლოს და გაამთლიანოს საქართველო, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ ფერი უნდა ვიცვალოთ, უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, სულსა და გონებას“,- განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ლოცულობს, ვერ აკონტროლებს თავის ქმედებას და ზოგჯერ ბოროტებასაც კი აკეთებს.

ილია მეორის განმარტებით, ერთია, როცა ადამიანი ბოროტებას შემთხვევით, თავისი უძლურების გამო აკეთებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამას განზრახ ჩადის.

„ეს ადამიანი საცოდავია და ღვთისგან დაისჯება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი რასაც აკეთებს, კეთილსა თუ ბოროტს, თავის თავს უკეთებს და არავის სხვას. ასე რომ, ნუ გავუკეთებთ ჩვენს თავს ბოროტებას, ვეცადოთ სიკეთე ვაკეთოთ, რომელიც ათმაგად დაგვიბრუნდება“,- აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა იმ დიდი წყალობისთვის , რასაც საქართველოს აძლევს, უფალს მადლობა გადაუხადა.

„დალოცვილი იყოს თქვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი წარსული და მომავალი. შევთხოვოთ უფალს , რომ მომავალშიც ნუ მოაკლებს საქართველოს თავის წყალობას“,-აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42