ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 5,3%-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:40, 14 Jan, 2015     1496

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2014 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 903,5 ათასი ტონა, რაც 47,6 ათასი ტონით ანუ 5.3%-ით აღემატება 2013 წლის იმპორტის მაჩვენებელს. მათ შორის, 2014 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 373,9 ათასი ტონა (2,6 ათასი ტონით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 529,6 ათასი ტონა (50,2 ათასი ტონით მეტი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 245,4 ათასი ტონა ანუ 65,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 119,7 ათასი ტონა ანუ 32,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,8 ათასი ტონა ანუ 2,4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 166,9 ათასი ტონა ანუ 31,5%, L-62 დიზელის საწვავი - 362,5 ათასი ტონა ანუ 68,5%.

ქვეყნების მიხედვით 2014 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 302,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 239,7 ათასი ტონა – 26,5 %; ბულგარეთი - 139,0 ათასი ტონა – 15,4%; საბერძნეთი - 99,1 ათასი ტონა– 11,0 %; რუსეთი - 51,9 ათასი – 5,7%, თურქმენეთი - 47,4 ათასი ტონა – 5,2%, ისრაელი - 23,7 ათასი ტონა ანუ 2,6% და სხვ.

რაც შეეხება გასული წლის დეკემბრის თვეს, ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 106,9 ათასი ტონა, რაც 37,1 ათასი ტონით აღემატება ნოემბრის თვის მაჩვენებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის თვეში განხორციელდა იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა მთელი წლის განმავლობაში. მათ შორის, დეკემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 38,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 68,5 ათასი ტონა.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

2014 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 77,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,7 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,4 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. გასული წლის დეკემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით აღემატება ნოემბრის თვის მაჩვენებელს.

2014 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,0 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, დეკემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა.

2014 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 78,2 ათასი ტონა, რაც 10,3 ათასი ტონით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, დეკემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,3 ათასი ტონა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42