მიხედეთ ყველამ თქვენ თავს, მათ შორის როინიშვილმა... არ გაბედოთ ჩემი დადანაშაულება - ქეთი დოლიძის პასუხი
კულტურა - 22:08, 13 Jan, 2015     7358
თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გია როინიშვილის თეატრიდან გაშვების შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. მან გია როინიშვილს ,,ფეისბუქით“ უპასუხა.

“ისე “გაგაშავებენ” ამ ქვეყანაში ზოგიერთები, თითქოს ქვა კი არა, ქვა-ღორღები არ ქონდეთ ნასროლი, თანაც ბევრჯერ….

ერთხელ კიდევ, ცნობისთვის: ბ-ნ გია როინიშვილს მინდა გავახსენო: მიუხედავად ჩემი თხოვნისა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი სპექტაკლიდან “სერობა”. კი, ბატონო!

მას მერე, რაც საქართველოს პარლამენტში შებრძანდით, მიუხედავად უამრავი თხოვნისა არცერთი სპექტაკლი არ გითამაშიათ. რუსთაველიდან აღმაშენებელზე ჩამოსვლას ხელს რა უშლიდა? როდესაც გთხოვეთ, “ბაკულას ღორებში” გეთამაშათ, რადგან თქვენს კოლეგას ძმა გარდაეცვალა, მაშინაც არ მობრძანდით. მიუხედავად პარლამენტარის კარგი ხელფასისა, არასდროს გვიკადრია თეატრიდან თქვენი გაშვება და თქვენც წყნარად იღებდით ხელფასს. იმედი გვქონდა, რომ თქვენს ძვირფას დროს დაგვითმობდით, თვეში 2-ჯერ მაინც… არც ერთხელ…

ჩემი პირადი წყენა რა მოსატანია, მაგრამ როდესაც თეატრიდან გამაგდეს, ხმაც არ ამოგიღიათ! რატომ? მერე თქვენივე სათაყვანებელი თუმანიშვილის ფესტივალი დახურეს. არც მაშინ! მე არასდროს გამიხსენებია ეს!!! ახლა, თუ შეიძლება, ეს წამებულის და დაჩაგრულის მანტია მოიხსენით და არ გაბედოთ თეატრის ან ჩემი დადანაშაულება…

თეატრი ღალატს ვერ იტანს… მსახიობს თუ შეუძლია 4 წელი სცენაზე არ დადგეს, ის რაზე მელაპარაკება? ამიტომ, ჩემო კარგო, ხელშეკრულება ხან გაგრძელდება, ხან ვერა. 30 წელია თეატრში ვიყავიო… გამოაკელით ის წლები, როდესაც პარლამენტში საგმირო საქმეებით იყავით დაკავებული… და სპექტაკლებს არ თამაშობდით! კოლეგების აზრიც იკითხეთ… ზოგიერთის მაინც… გისურვებთ დიდ წარმატებებს.. ისე, კარგად გაიხსენეთ, რომ პირველი დრამატული როლი ჩემს სპექტაკლში ითამაშეთ, თანაც კარგად…” - წერს ქეთი დოლიძე.

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში კი ასეთ კომრნტარს აკეთებს: ,,მიხედეთ ყველამ თავის თავს, მათ შორის როინიშვილმა, დაანებეთ თავი, რა სემოგაკლდათ ეხლა სკანდალი?!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42