სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებაა აუცილებელი, რომელიც ჯერ არ არსებობს. როგორც გაირკვა სამინისტროში განაცხადი ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზეა შეტანილი, სადაც "თბილისი სითი" სასტუმროს მშენებლობისთვის ითხოვს ნებართვას, ხოლო სოლოლაკის ქედზე "პანორამა თბილისის" ავტორებს ჯერ განაცხადიც არ შეუტანიათ.
სამუშაოების შესაჩერებლად არასამთავრობო სექტორი სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, სოლოლაკის ქედზე დღეს ჟურნალისტებსაც არ აძლევდნენ გადაღების უფლებას.
თანაინვესტირების ფონდში, რომელმაც პროექტი უნდა განახრციელოს, აცხადებენ, რომ გეგმები არ შეცვლილა, პროექტში შესაძლოა მცირე ცვლილებები შევიდეს, მაგრამ მთავარი კონცეფცია არ დაირღვევა. ფონდში პროექტის სხვა ადგილზე გადატანას გამორიცხავენ.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს და მის მიმდებარე ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრიაციო ზონის სტატუსი მოეხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






