როგორ შევარჩიოთ ეფექტური ტრენინგ-ცენტრი საქართველოში?
საზოგადოება - 19:12, 13 Jan, 2015     1522
იმისათვის, რომ თქვენი სამსახური და საქმიანობა უფრო საინტერესო და გაცილებით მაღალანაზღაურებადი იყოს, მხოლოდ თაროზე შემოდებული უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანიასაკმარისი აღარ არის. პროფესიულ საქმიანობაში დანერგილი სიახლეებისთვის ფეხის აწყობა უპირველესია წარმატების მისაღწევად. საქართველოში მოკლევადიან ტრენინგებს არაერთი ცენტრი ატარებს. თუმცა, ყველა მათგანი ვერ დაიკვეხნის სასურველი შედეგით და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები ფასით. არჩევანის გაკეთებას ისიც ართულებს, რომ კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ დიდია და სასურველი, მისაღები და კვალიფიციური ტრენინგ-ცენტრის ასარჩევად საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო.

გვსურს, ცოტა გაგიმარტვიოთ ესპროცესი და ერთ-ერთი წარმატებული ცენტრი წარმოგიდგინოთ: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტრენინგ ცენტრის შესაძლებლობები განსხვავებულია - ხარისხი, საუკეთესო ტრენერების გუნდი და ყველაზე მისაღები ფასი - ეს ის სამი კომპონენტია რის გამოც "IBSU"-ს ტრენინგ ცენტრი მსურველთა და მსნელეთა რაოდენობის ნაკლებობას არასდროს განიცდის. IBSU-ს ტრენინგებ იუკვე 1500-ზე მეტ ადამიანს აქვს გავლილი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორია 1995 წლიდან იწყება. თავად უნივერსიტეტთან არსებული ტრენინგ ცენტრი კი, უნივერსიტეტის დაარსებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ შეიქმნა. 2015 წლის თებერვალში ცენტრს 4 წელი უსრულდება.

ოთხწლიანი მუშაობის შედეგად მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ დღეს "IBSU" ტრენინგ ცენტრი ტრენინგებს 16 მიმართულებით ატარებს: პროექტის, ფინანსური, გაყიდვების, მარკეტინგი სსაზოგადოებასთან უერთიერთობის დროის , სასტუმროსა და საკურორტო მენეჯმენტი. მოლაპარაკების მართვა და ტექნიკა, ონლაინ და სტრატეგიული მარკეტინგი, სოციალური მედია, ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია. ეს იმ ტრენინგების არასრული ჩამონათვალია რომელსაც "IBSU Training Center"-ი მომხმარებელს სთავაზობს.

„IBSU Training Center“-ის კლიენტები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ თავიანთი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება. ტრენინგ-ცენტრში ტრენინგები იგეგმება, როგორც ინდივიდუალურ პირთათვის, ასევე ბიზნესკომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა დაამოცანების შესაბამისად.

აქვე გავცემთ პასუხს მთავარ კითხვას: რის გამო უნდა აირჩიოთ IBSU-სკურსები?

თქვენ მიიღებთ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"-ს პრესტიჟულ სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. სერთიფიკატი დადებითად იმოქმედებს თქვენი კარიერის განვითარებაზე;

მოხერხებული განრიგი, თქვენ ხელი არ შეგეშლებათ ძირითად საქმიანობაში; სწავლის საფასური: ფასდაკლებების სისტემა, გადახდების მოხერხებული პირობები - გათვლილია ნებისმიერ მსურველზე;

საქართველოში საუკეთესო ტრენერები, ექსპერტები, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები გაგიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას;

ახალი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც ტრენინგების კოორდინატორი აცხადებს, ახალი ქეისების დამატება უწყვეტი პროცესია. მთავარი სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრი მომავალში უკვე გრძელვადიანი კურსების დანერგვას გეგმავს.

თუკი, კურსებთან დაკავშირებით შეკიტხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ეწვიოთ ტრენინგ ცენტრის საკმაოდ აქტიურ Facebook გვერდს და უკვე თქვენთვის საინტერესო დეტალები გაარვკიოთ: https://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42