,,არ გადასცე კადიევი რუსეთს!“ - 20 იანვარს თბილისში აქცია გაიმართება
საზოგადოება - 16:45, 19 Jan, 2015     2745
20 იანვარს თბილისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ,,აფხაზთა კრებაში“ შემავალი ორგანიზაციები აქციას მართავენ სახელწოდებით - ,,არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს!“. ამავე შინარსის სლოგანით, აქციის ორგანიზატორების მიერ მომზადებული სპეციალური მაისურებით, აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში ფოტოებიც გაავრცელეს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ,,აფხაზთა კრების“ საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებას.

,,არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს! არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!

შემოგვიერთდით!

აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფი

მიკაილ კადიევი იდევნება რუსეთის ხელისუფლების მიერ თავისუფალი აზრის, მრწამსის და სამოქალაქო აქტიურობის გამო. ის წლების განმავლობაში ამხელდა რუსეთის ძალოვნების აღვირახსნილ თვითნებობებს დაღესტანში, იყო ორგანიზატორი და მონაწილე საპროტესტო აქციების, არის დაღესტნის დამოუკიდებლობის მომხრე. რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნის გამო, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა დაღესტანი და თავი შეაფარა საქართველოს.

2013 წლის 13 ივნისს საქართველოს შსს-მ მ. კადიევი დააკავა „ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობისათვის“, თუმცა შემდგომში მას ეს მუხლი მოუხსნეს და გასამართლებულია სრულიად მოგონილი საფუძვლით-იარაღის უკანონოდ ტარება-შენახვისათვის. მიკაილ კადიევი არის უდანაშაულო და მის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ყალბი ბრალდებით, ითხოვენ მის ექსტრადირებას, რათა გაუსწორდნენ ფიზიკურად. არსებობს უამრავი ფაქტი, მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა რუსეთის ხელისუფლება მის პოლიტიკურ ოპონენტებს. კადიევსაც იგივე ელის. მას სამაგალითოდ დასჯიან.

მიკაილ კადიევმა მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას ნიშნავს და დაიცავს მას ექსტრადიციისაგან. სამინისტრომ კადიევს სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრა. მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამჟამად საქმე იხილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის მოსმენა დანიშნულია 2015 წლის 21 იანვარს. ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა შემდგომში ფაქტიურად ფორმალურს გახდის საექსტრადიციო პროცესს, რადგან თავშესაფრის საქმის უარყოფით შედეგს ექნება პრეიუდიციული, წინასწარ დადგენილი ძალა საექსტრადიციო პროცესისათვის.

საქართველოს მთავრობა აპირებს მ.კადიევის ექსტრადირებას რუსეთში, რათა ისევ და ისევ ასიამოვნოს აგრესორსა და ოკუპანტს. მიკაილ კადიევის რუსეთისათვის გადაცემა იქნება ეროვნული სირცხვილი, რომელიც შავ ლაქად შემორჩება საქართველოს ისტორიას. ამ ფაქტით ჩვენი ქვეყანა მოექცევა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების კრიტიკის ქარცეცხლში, რაც კიდევ უფრო შეარყევს მის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან ერთად, ქართული ხელისუფლების ეს ნაბიჯი საშვილიშვილოდ გადაგვკიდებს ჩრდილოეთ კავკასიას!

2014 წლის 8 ნოემბერს ზუგდიდში ჩატარებულმა აფხაზთა კრებამ მკვეთრად მოსთხოვა მთავრობას შეცვალოს რუსეთის მიმართ მაამებლური, კაპიტულანტური პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება სწორედ კადიევის საქმე გახლავთ.

პუტინი არის საქართველოს მტერი! ის ცივილიზებული სამყაროს მტერია! არ გადავცეთ მტერს მის წინააღმდეგ მებრძოლი უფლებადამცველი, არ გავახაროთ აგრესორი. დღეს ყველა ჩვენთაგანის ვალია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება და მოვთხოვოთ ხელისუფლებას მიკაილ კადიევს მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, მიანიჭოს მას ლტოლვილის სტატუსი!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42