„იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა"
საზოგადოება - 16:44, 13 Jan, 2015     1504

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ „იდენტობის“ მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა.

“მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთი უზენაესია როგორც რწმენის, ისე – სიტყვის თავისუფლების უფლება. „პოზიცია“ მიიჩნევს, რომ „იდენტობის“ მხრიდან რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევა არასამართლიანი ქმედებაა და ისევე როგორც სიტყვის, გამოხატვის, სექსუალური და სხვა თავისუფლებები, უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით ეს შემთხვევა ეხება „იდენტობას“, რომელიც საზოგადოებრივ სფეროში სწორედ უფლებების დაცვით პოზიციონირებს. „პოზიცია“ თვლის, რომ რადგან ილია II მართლმადიდებელი პატრიარქია და აქვს უფლება, ერთგვარი რეკომენდაციით მიმართოს საკუთარ მრევლს, თუ როგორ შეუძლიათ, ამა თუ იმ სიტუაციაში მოიქცნენ, ის სამართლიანად უტოვებს საკუთარ მრევლს უფლებას, მოიქცეს საკუთარი აზრისა და მრწამსის შესაბამისად. ამდენად, მრევლის გადასაწყვეტია, გაითვალისწინებს, თუ – არა პატრიარქის აზრს. სწორედ ამიტომ, „პოზიცია“ თვლის, რომ არცერთ მოქალაქეს, მიუხედავად საზოგადოებრივი, თუ სხვა სტატუსისა, არ აქვს უფლება, როგორც პატრიარქის, ისე – მრევლის – ღვთისა და სჯულის კანონის შესაბამისად, სრულუფლებიანი მოქალაქის უფლება შელახოს, რადგან აღნიშნული მოქალაქე პატრიარქს მიიჩნევს საკუთარ სულიერ მამად და მისი აზრის შეურაცხყოფას აღიქვამს საკუთარ პირად შეურაცხყოფად. ამდენად, პატრიარქის, მისი აზრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება აღიქმება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფად, რომლებიც იღებენ და ითვალისწინებენ პატრიარქის აზრს. ამით ამ მოქალაქეების უფლება ირღვევა. „პოზიცია“ ემიჯნება „იდენტობისა“ და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, თუ პიროვნების მხრიდან ამგვარ განცხადებასა და ქმედებას”, – ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42