თორმეტი ფინალისტი და მხოლოდ ერთი გამარჯვებული - პროექტ ”ნიჭიერის” კონკურსანტები ფინალური შოუსთვის ემზადებიან.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში დღეს მაყურებელი თავის ფავორიტს გამოავლენს. ყველაზე რეიტინგული ტელეპროექტის ფინალში განსხვავებული შესაძლებლობებისა და გამორჩეული ტალანტის მქონე კონკურსანტებს იხილავთ.
მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან გულშემატკივართა რჩეულები სხვადასხვა ქვეყნიდან. შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ ქართული ნიჭიერის მეხუთე სეზონის ფინალი ყველაზე მრავალფეროვანი სანახაობა იქნება.
"ნიჭიერის" გრანდიოზული ფინალი რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება.
„ეს არის ფინალთა ფინალი. ასეთი სანახაობა ჩვენ ჯერ მაყურებლისთვის არ გვიჩვენებია“ - ამბობს „რუსთავი 2-ის“ საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურზანია.
წყარო: rustavi2.მასალის გამოყენების პირობები






