რა მოხდება თუ ნათურას პირში ჩაიდებთ
საზოგადოება - 13:16, 13 Jan, 2015     4729
საბჭოთა პერიოდში თბილისში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოჩნდა, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადაწყვიტეს. პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გაიშალა და ქეიფიც გახურდა.

შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და მასწავლებლებმა სართულის მორიგეს მისი გამოცვლა სთხოვეს. მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა. კომპანიას დალევა თითქმის აღარ შეუძლია, სხედან და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. ამ დროს ერთმა ნათურას მოჰკრა თვალი და დანარჩენებს აუწყა, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, ფიზიკის მასწავლებელი, ამბობს: "ასე არ შეიძლება. მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს. ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით. ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტეს. ექთანს დაუძახეს და პაციენტი აჩვენეს. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდით იმ ადგილზე დაარტყა, სადაც ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება. პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა. ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო. დამსახურებულმა მასწავლებლებმა ექიმს მადლობა გადაუხადეს, ტაქსიში ჩასხდნენ სასტუმროსკენ დაიძრნენ. "მაინც ვერაფერი გავიგე, - ეუბნება ერთი მასწავლებელი მეორეს, - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" მეორემ ისევ გააპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო. ტაქსიმ ისევ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი. დაიჭირეს ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ჩასხდნენ. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა: "ეს დებილები სად მიგყავს?" "რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს". ტაქსის მძღოლმა არ დაუჯერა. დარწმუნება დაუწყეს, ვერ დაარწმუნეს და ნათურა მისცეს. მოკლედ, ამჯერადაც მოუწიათ საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა! ტაქსის მძღოლმა ისინი სასტუმროსკენ წაიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაეღობათ, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოეჩვენა. ერთადერთმა მოლაპარაკემ, მაგრამ ნასვამმა, მოახერხა ყველაფრის ახსნა. ინსპექტორმა ზურგი აქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით ანიშნა, ჩაწეულიყვნენ. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა. ტაქსი კიდევ ერთხელ მიბრუნდა საავადმყოფოში. ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს. ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა. ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...

"კვირის პალიტრის" არქივიდან

www.kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42